80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები გასრესდა

80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები გასრესდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, 80 წლის წინ მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს წარსულის გადააზრების საბაბით, მუდმივი აპელირება, თუ რომელია სწორი თარიღი, 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, ათასი მსგავსი უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ – მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა.
„ვიღებ ხელში კალამს, გაძლევ კეთილ სალამს.. გწერთ თქვენი სიცოცხლის მონატრე..” – 1945 წლის 18 თებერვალს, ფრონტიდან, ჩემი დიდი პაპის მოწერილი ეს წერილი, ბოლო აღმოჩნდა.
9 მაისს საქართველოში ვზეიმობთ გამარჯვების დღეს, 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნად.
საქართველოდან, ამ გამარჯვებამდე მიმავალ ბრძოლის ველზე, 300 000 ადამიანი დაეცა, რითაც მოსახლეობის პროპორციულობის მიხედვით, ყველაზე დიდი დანაკარგი მივიღეთ.
ეს ფასი ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიხადეთ.
საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის მამა, პაპა, დიდი პაპა არ მონაწილეობდა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. დღემდე ცოცხლები არიან ომის მონაწილე ვეტერანები.
გასული 80 წლის განმავლობაში 9 მაისის აღნიშვნა ჩვენს განუყოფელ ტრადიციად იქცა, რაც დღევანდელ გამრუდებულ ყოფაში ცოცხალი შეხსენებაა იმისა, თუ რანი ვიყავით გუშინ, სად ვიდექით, რისთვის ვიბრძოდით და რანი ვართ დღეს.
დღეს, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრების მისიად გაიხადეს საქართველოს ისტორიის, ჩვენი წარსულის და გამარჯვების დღის დაკნინება.
წარსულის გადააზრების საბაბით, მუდმივი აპელირება, თუ რომელია სწორი თარიღი, 9 თუ 8, როგორი უნდა იყოს გამარჯვების დღის დასახელება, შეიძლება თუ არა სტალინის ხსენება და ათასი მსგავსი განწვალება და უქმადმეტყველება მიმართულია მხოლოდ ერთისაკენ – მოხდეს არა წარსულის გააზრება, არამედ წარსულის გადაწერა, საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამო დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ეროვნული იდენტობის იმგვარი მოშლა, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის, უცხო გავლენით, ფსევდოევროპული და ხელოვნურად კონსტრუირებული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.
ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები მართლაც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაზე და ქვეყნის გაუბედურებაზე, ამ იდეოლოგიის მატარებელ სოცმედია აქტივისტებთან ერთად ცდილობენ 9 მაისის მნიშვნელობის შეცვლას.
9 მაისი არის და იქნება იმ დიდი გამარჯვების დღე, რომელშიც საქართველოს თავისი ღირსეული წვლილი მიუძღვის. ამ წვლილის, ამ მსხვერპლის და ამ გმირობის დავიწყება და ისტორიის გადაწერა არ მოხდება.
ქართველი ხალხი საკმარისად ძველი, მრავალჭირნანახი და ბრძენი ხალხი ვართ იმისთვის, რომ წარსულით, ვინმეს, ჩვენი შერცხვენა გაუვიდეს. ჩვენი ისტორია მთლიანია. ბედის ავბედითობით რაც გაგვივლია, ჩვენმა წინაპრებმა ღირსეულად გაიარეს. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ჩვენ ყველანი მხოლოდ საქართველოსთვის ვიბრძოდით და ასეც გავაგრძელებთ.
80 წლის წინ ნაციზმს ვებრძოდით ქერჩშიც და ბერლინშიც, მარუხის უღელტეხილზეც და კოდორის ხეობაშიც. ნაციზმს, რომლის იდეაც მთელი ერების განადგურება იყო. რომ არა ეს ბრძოლა, ჩვენი ერის ისტორიასაც ნაციზმის მუხლუხები დაუნდობლად გასრესდა. სწორედ ამიტომ იყო ეს ომი ჩვენი სამამულო ომი.
80 წლის წინ ჩვენ გავიმარჯვეთ, მოკავშირეებმა გაიმარჯვეს და მათთან ერთად გაიმარჯვა საქართველომ.
გილოცავთ 9 მაისს, ჩვენი გამარჯვების დღეს!”, – წერს პაპუაშვილი.
Next: დიფ სთეითის ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე