80 მილიონი და კოლო მუანი – “ნაპოლიმ” “პარი სენ ჟერმენისგან” კვარაცხელიას თაობაზე პირველი შეთავაზება მიიღო

“ნაპოლიმ” “პარი სენ ჟერმენისგან” ს თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პარიზულმა კლუბმა ქართველი გარემარბის სანაცვლოდ “პარტენოპეის” 80 მილიონი ევრო და რანდალ კოლო მუანის იჯარით აყვანა შესთავაზა.
გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ეს წინადადება უკვე დაბლოკა. აურელიო “კვარას” 120/130 მილიონ ევროზე ნაკლებად გასხვისებას არ დათანხმდება.
ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებს თუ არა “პარი სენ ჟერმენი” კიდევ ერთ წინადადებას.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.