“80 კგ ჰეროინი ირანიდან ფოთში”; “34 080 ღერი სიგარეტი აღმოვაჩინეთ” – სახდეპი და შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, “სარფის”, “ნინოწმინდისა” და “ყაზბეგის” საბაჟოებზე 34 080 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 766 ელექტრო სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა. 5 კანონდამრღვევი მოქალაქე, რომლებსაც ქმედება განმეორებით ჰქონდათ ჩადენილი სანქციის სახით, 3000 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა,” – წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ში ომის დაწყების შემდეგ, კარტელები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს აქტიურად იყენებენ – ამის შესახებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის  ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

ანგარიშის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად რჩება ოპიატების დიდი რაოდენობით გადაზიდვისთვის და კვლავ აქტიურად გამოიყენება ნარკოტიკების გლობალური ტრანსპორტირებისთვის.

“2022 წელს ს მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტრანსნაციონალურმა ნარკოკარტელებმა საქართველოში ახალი მარშრუტები ჩამოაყალიბეს, რომელთა საშუალებითაც ოპიოდებისა და სინთეზური ნარკოტიკების ტრანსპორტირება ხდება თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ პროცესებმა რეგიონში ნარკოტრაფიკის დინამიკა შეცვალა და საქართველო კვლავ კრიტიკულ საკვანძო წერტილად აქცია.

აშშ განაგრძობს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერებას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. 2023 წელს ეს დახმარება მოიცავდა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, მგზავრთა იდენტიფიკაციასა და სკრინინგს, ფულის გათეთრების გამოვლენას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2023 წლის ივლისში შეუერთდა გლობალურ კოალიციას, რომელიც მიზნად ისახავს სინთეზური ნარკოტიკების საფრთხის შემცირებას.

2023 წლის აპრილში აშშ-ის დახმარებით, საქართველოს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ და ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც 400 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. მაისში აშშ-ის მხარდაჭერით, იდენტიფიცირდა ირანიდან ს პორტში გაგზავნილი მეორე კომერციული კონტეინერი, სადაც 80 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს.

2023 წელს საქართველოს კანონმდებლობაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება შევიდა. მიღებულ იქნა ახალი ნარკოპოლიტიკის სტრატეგია 2023-2030 წლებისთვის, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას, ზიანის შემცირებასა და მიწოდების კონტროლს. ასევე, შემუშავდა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც ნარკოტიკების ახალი ტენდენციების მონიტორინგს ემსახურება,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ