“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ადამიანები დაახლოებით 8-9 თვეა პარტიიდან ისედაც გასულები არიან და დღეს ეს უბრალოდ ოფიციალურად გააფორმეს.
“პარტიაში შიგნით ყოფნა და პარტიის ლანძღვა-გინება და დაზიანება არის ცუდი, იყო ცუდი და დღეს ამას დაუსვეს წერტილი და იმედს ვიტოვებ, ეხლა მათი სამიზნე იქნება “ქართული ოცნება”, თავისი ბიძინა ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლებით. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვამბობ იყო დღეს დაგვიანებული. სამწუხაროდ, ეს ადამიანები უკვე დაახლოებით 8-9 თვეა პარტიიდან ისედაც გასულები არიან და ამ ხნის განმავლობაში ისინი ეცდებოდნენ მაქსიმალურად, პარტია დაეზიანებინათ… ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მენეჯმენტს, მიხეილ სააკაშვილს, ამის მცდელობა ჰქონდა ყოველდღიურად და ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. ნუ, სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ჰქონდათ მიღებული, უბრალოდ დღეს გააფორმეს ეს ოფიციალურად. მე მართლაც წარმატებებს ვუსურვებ მათ ახალი პლატფორმიდან თუ ისინი ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების წინააღმდეგ იბრძოლებენ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შემიძლია ვუსურვო წარმატება ამ ბრძოლაში. რაც შეეხება ამ ადამიანების გადაწყვეტილებას და ისინი იყვნენ თუ არა ამ ცხრა თვის განმავლობაში პარტიის წევრები, ეს ყველაფერი საზოგადოება ძალიან კარგად იცის, ძალიან კარგად ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს და ენმ-ს შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და ხალხის ამოყვანა ამ ჭაობიდან და ევროპისკენ გზის გაგრძელება,” – თქვა ბაგრატიონმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბათუმში პარტიის 8 წევრმა დატოვა. საკრებულოს 7-მა დეპუტატმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გიორგი კირთაძემ.