8-9 თებერვალს, საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება, 10 თებერვლიდან კი გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი დაფიქსირდეს, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება.
„ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ): 8-9 თებერვალს შედარებით ცივი და ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 8-9 თებერვალს შედარებით ცივი და ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 8-9 თებერვალს ზოგან თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 8-9 თებერვალს ზოგან თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 8-9 თებერვალს ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლია მოსალოდნელი, შესაძლებელი ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა, ორივე საფეთქელი დაზიანებული აქვს – ამოღებულია 38 ნივთმტკიცება, მათ შორის ბლაგვი საგანი, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენეს

სალომე ზურაბიშვილი – უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმების დაეკისრათ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა თავისი ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საბაჟო გადასახადების გარეშე