“8 წელი და არც ერთი 19 რიცხვი აღნიშვნის გარეშე” – ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკოლოზ ნაყოფიას ბედნიერი ოჯახი და სიყვარულის ლამაზი ტრადიცია – Marao

ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ნიკოლოზ ნაყოფია ყოველი თვის 19 რიცხვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ – 19 მათი გაცნობის თარიღია და წყვილს ერთგვარი ტრადიცია აქვს – ყოველი თვის 19 რიცხვში ნიკოლოზი ნანუკას განსხვავებულ თაიგულს ჩუქნის – გამონაკლისი არც 19 დეკემბერია: “8 წელი და არც ერთი 19 რიცხვი აღნიშვნის გარეშე. საოცარი წლები გავიარეთ, მადლიერი ვარ ყველაფრისთვის”, – წერს მოდელი.
“ყველაფერი დაიწყო 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას… ნიკოლოზს და ნათიას, დედაჩემს, ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. ერთმანეთთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. მე, ცხადია, არ ვიცნობდი. ნიკოლოზმა 19 დეკემბერს დაიწყო „ზარაფხანაში“ მუშაობა. იგეგმებოდა კომპანიის რეორგანიზაცია, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა. იმ პერიოდში ეძებდნენ „ზარაფხანას“ სახეს და ამ თემაზე ნათიას დაეკონტაქტა, რომ ჩემთან, როგორც მოდელთან, სურდა გასაუბრება. ნათიამ მისცა ჩემი კოორდინატები და შეხვედრაზე შევთანხმდით…
როცა შევხვდი, სწორედ იმ წამს, რაღაც მოხდა… შეგრძნება დამრჩა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. მისი სახით საოცრად დელიკატური და ზრდილი ადამიანი გავიცანი. ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს პირდაპირ ვუთხარი კიდეც. მართლაც არასდროს შემხვედრია ამდენად გალანტური და თავდაჭერილი ადამიანი. თავად ქმნიდა ამ ამბავს, რომლის მთავარ გმირად მაქცევდა. მოვლენები სწრაფად განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმიანი ურთიერთობიდან არ გავსულვართ.
19 დეკემბერს ნიკოლოზი რომ გავიცანი, 9 დღეში სხვადასხვა ფერის 7 თაიგული გამომიგზავნა. ახლაც ასეა, საჩუქარს რომ მიკეთებს, აუცილებლად აზრს დებს. ამ თაიგულებში ყველა ფერი იყო თავმოყრილი, რაც ასე იკითხებოდა – ყველაფერი. უცებ, დიდი ტალღით შემოვიდა. ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ მამასთან ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ძალიან მეგობრობდნენ, რაც ჩემთვის სტიმული იყო…“
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ბავშვობიდან პოპულარობით სარგებლობდა, რაც მისი ოჯახით იყო განპირობებული. ბებია და ბაბუა მსახიობები, იოსებ გოგიჩაიშვილი და ნანა დათუნაშვილი არიან, დედა და მამა კი – გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე.
ნანუკას წარმატებულ კარიერასთან ერთად ბედნიერი ოჯახი აქვს – მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფიაა. წყვილს ორი ქალიშვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავთ.
„ცოლობაზე დავთანხმდი ჩემი ოცნების მამაკაცს“, – წერდა ნანუკა 2019 წელს. ნიკა ნაყოფია ცნობილი ბიზნესმენის, ს ვაჟია. ნიკასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე იყო.
ნანუკამ და ნიკოლოზმა 2020 წლის 19 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. წყვილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, ახლა კი დროებით საქართველოში დაბრუნდა.
1989 წლის 22 ივლისს დაიბადა მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი. ნანუკა 2015 წელს “ვიცე-მის საქართველო” გახდა.
ნანუკა დაოჯახების შემდეგ სამოდელო კარიერას ჩამოშორდა და ბიზნესში გადაინაცვლა. მან შექმნა სამკაულების ბრენდი “aquabynanuka”. ნანუკამ ეს ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
“aquabynanuka ყოველთვის იყო ჩემთვის ღრმად პირადი მოგზაურობა და ამ კოლექციის თქვენთვის გაზიარება ამაღელვებელია. თითოეული მათგანი ასახავს ჩემი სულის ნაწილს და ვიმედოვნებ, რომ ის სასიამოვნოა კარგია თქვენთან, როგორც ჩემთვის”, – წერდა ნანუკა.
2018 წლიდან დღემდე, ნანუკას გამოფენებმა ჩიკაგოში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში მოწონება დაიმსახურა, რაც ასახავს მის განვითარებად მხატვრულ მოგზაურობას. შეუერთდით ნანუკას მის მხატვრულ ოდისეას, სადაც ფუნჯისა და დიზაინის ყოველი შტრიხი მოგვითხრობს შთაგონების, გამძლეობისა და უსაზღვრო ფანტაზიის ისტორიას” – ვკითხულობთ Aqua by Nanuka-ს ოფიციალურ გვერდზე.
ნანუკას მშობლები გიორგი გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძეა.
გიორგი გოგიჩაიშვილი 1968 წლის 28 აპრილს თბილისში დაიბადა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნანა დათუნაშვილის ოჯახში. საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია “იმედის”, “რუსთავი 2”-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია “ბასტი-ბუბუს” პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგის მეუღლე ნათია ბანძელაძეს 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ნანუკას ერთი და ნინი ჰყავს, რომელიც 2018 წელს “მის საქართველოს” ტიტულის მფლობელი გახდა.