8 ქვეყანა საქართველოს ახალი ს შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდებს

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები (, , ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. მოვუწოდეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ. ვგმოთ მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და დაშინებას და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ მუქარას. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში გაღრმავებული პოლარიზაციისა და კრიზისის გამო“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება კრიზისიდან გამოსავალი, რათა აღიდგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.
ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა