8 ოპოზიციური პარტია: უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა რუსთაველის გამძირიდან ერთობლივი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
ეს განცხადება წაკითხა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელმაც იმავე განცხადებისას აღნიშნა, რომ წყვეტს შიმშილობას.
ზემოაღნიშნული 8 ოპოზიციური პარტია არის: “თავისუფლების მოედანი”, “გირჩი-მეტი თავისუფლება”, “დროა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები” fa “ევროპული საქართველო”.
ისინი აცხადებენ, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის.
“ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ:
უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს;
ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული.
გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას.
ბოლომდე!” , – აღნიშნულია განცხადებაში.