8 ნოემბერს ბანკირის დღე აღინიშნება – ეროვნული ბანკი

ბანკირის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“თბილისის სათავადაზნაურო – საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი შესრულდა. 2001 წლიდან კი, ყოველ 8 ნოემბერს, ბანკირის დღე აღინიშნება.
„ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“, – ასე მიაჩნდა ერის მამად წოდებულ დიდ ქართველ მწერალსა და ეროვნულ მოღვაწეს.
20-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს სწორედ ილია ჭავჭავაძეა გამოსახული,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ