8 მარტს ეკატერინბურგში პოლიციამ ჩაშალა ფემინისტების მიერ დაგეგმილი აქცია

რუსეთის ურალის რეგიონის ქალაქ ეკატერინბურგში 8 მარტს პოლიციამ ჩაშალა შეკრება, რომელიც ფემინისტებმა დაგეგმეს პარკში, სადაც მასობრივი თავყრილობები იმართება და რომელსაც ხალხი „ჰაიდ პარკს“ უწოდებს.
ასკაციანი აქციების მოწყობა ამგვარ ადგილებში დაშვებულია ნებართვის გარეშე, თუ ხელისუფლებას წინასწარ გააფრთხილებენ.
ეკატერინბურგის შეხვედრის დაწყებამდე პოლიციამ ალყა შემოარტყა პარკს და ხალხს აცნობა, რომ იქ „საეჭვო ნივთი ნახეს.“
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ბრძოლას „ქალების პოლიტიკური უფლებებისთვის, ოჯახში ძალადობის, იძულებითი გამრავლებისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ“.
8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე ბევრ ქვეყანაში აღინიშნება, რუსეთში ის სახელმწიფო დღესასწაულია.

ასევე დაგაინტერესებთ