8 მარტის სამზადისი დაიწყო – რა ყვავილი ვაჩუქოთ 8 მარტს?

8 მარტის სამზადისი დაიწყო, თბილისის ქუჩები ყვავილების მაღაზიებით, ქუჩის გამყიდველებითა და პატარა დახლებით არის სავსე. ზუსტადაც რომ მათი სიმრავლე ურთულებს მომხმარებელს არჩევნის გაკეთებას.
რა ყვავილი ვაჩუქოთ 8 მარტს?
გაზაფხული საქართველოში წელიწადის პირველი სეზონური ყვავილების აყვავებას მოასწავებს – მიმოზები, ნარცისები და ტიტები მარტის თვის ყურადღების ცენტრში არიან. პირველი ორი ყვავილი, მიუხედავათ მათი სილამაზისა, მოჭრის შემთხვევაში ძალიან მოკლე დრო ცოცხლობენ, მიმოზას თავბრუდამხვევმა და მძაფრმა სურნელმა კი შესაძლოა ძლიერი თავისტკივილები გამოიწვიოს, თუმცა ზოგს მისი სურნელი ძალიან მოსწონს. ამ სამეულიდან ჩვენი ფავორიტი- ტიტაა, მათი ფერთა მრავალფეროვნებით ისინი ნებისმიერის დღეს გაამხიარულებენ.
რა თქმა უნდა, 8 მარტის ვარსკვლავი – ყვავილების დედოფალი – ვარდია. ამ წელს სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის ჯიშების დიდი მრავალფეროვნება შევუკვეთეთ, მათ შორის
სურნელოვანი, პიონისებრი და უჩვეულო ფერებისა თუ შლის ვარდებიცაა. ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნით, ჩვენს ყვავილების მაღაზიას ყველასთვის საყვარელი გაზაფხულის პიონები, მზესუმზირები, ირისები, გიაცინტები, ჰორტენზია და სხვა სეზონისთვის უჩვეულო ყვავილები დაამშვენებს.
მაღაზია, თუ დახლები, სად შევიძინოთ ყვავილები?
როდესაც ყვავილებს მაღაზიაში ყიდულობთ, გარანტია გაქვთ მათ მაღალ ხარისხზე, მრავალფეროვან არჩევანსა და გამძლეობაზე. 8 მარტისთვის მაღაზიები ყვავილებს რამოდენიმე დღით ადრე იღებენ, ისეთი ადგილები კი, როგორც ჩვენი მაღაზია – ლავლი როუზისია, ყვავილებს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ მაცივარში ვინახავთ, მათ წყალს ყოველდღიურად ვუცვლით და ვუვლით, რათა მიკრობების გავრცელება და ყვავილის ნაადრევი დაჭკნობა თავიდან ავიცილოთ.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლამაზია ყვავილი, თუ მას შესაბამისი პროფესიონალური დეკორაცია არ გაუკეთდება მიუხედავად იმისა, რომ ყვავილი თავადვე ძალიან ლამაზია, მისი პრეზენტაბელურობის გაზრდა სხვადასხვა დეკორატიული ელემეტებითაც შეგვიძლია. ყუთის, ლენტებისა და შესაფუთი მასალის ხარისხი განასხვავებს თაიგულსა და კომპოზიციას პრემიუმ მაღაზიაში მომზადებულსა და სხვა, შედარებით დაბალხარისხიანი ბიზნესის მიერ მომზადებულისგან.
და როდესაც ქუჩის მოვაჭრეები და მცირე დახლები დღესასწაულების დღეებში ყვავილის ფასს საგრძნობლად აძვირებენ, მაღაზიების უმეტესობა ჩვეულებისამებრ ინარჩუნებს ფასებს იმავე დონეზე, როგორც დანარჩენი წლის განმავლობაში.
რას გთავაზობთ ამ წელს?
წელს ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ჩვენი წამყვანი ფლორისტების მიერ მომზადებულ ექსკლუზიურ კომპოზიციებს, რომლებიც იშვიათი და ეგზოტიკური ყვავილებისგან მზადდება ორიგინალურ კერამიკაში, ასეთი კომპოზიციები მხოლოდ ერთხელ მზადდება, ზუსტად ამიტომაც ასეთი კომპოზიციები უნიკალურია, თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ისეთ საჩუქარს ეძებთ, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნება, ასეთი კომპოზიციები იდეალური არჩევანია. გთავაზობთ ასეთი საავტორო ნამუშევრების სრულ კატალოგს, რომელიც მუდმივად ნახლდება 8 მარტისთვის, რადგანაც შეკვეთები ამ დღისთვის ძალიან დიდი სიჩქარით შემოდის.
თუმცა რა თქმა უნდა, შესაძლებლობა გაქვთ ჩვენი მუდმივი მუდმივი ყვავილების კოლექციიდან აირჩიოთ.
ყვავილების მაღაზია ლავლი როუზის
ჩვენ ვამაყობთ ყვავილების უდიდესი არჩევანით რომელიც ერთ სივრცეში გვაქვს, ფლორისტიკისა და სერვისის უმაღლესი დონის, ჩვენი ონლაინ მაღაზიისა და მიტანის სერვისის ეფექტური ფუნქციონირებით.
ჩვენი ერთ-ერთი ფილიალიდან შეკვეთისას იღებთ ონლაინ მაღაზიასთან სრულად სინქრონიზებულ სერვისს, ყველაზე მაღალი შეფასებებით მთელ საქართველოში. ჩვენ გამორჩეულები ვართ მომხმარებლის უმცირესი სურვილებისადმი ყურადღებით, მენეჯერის მყისიერი პასუხით, რომელიც ონლაინ რეჟიმშია 9.00-დან 24.00 საათამდე და ჩვენი ულამაზესი მისალოცი ბარათებით.
2018 წელს პირველი მაღაზია გავხსენით ქალაქის ცენტრში, შალვა ღამბაშიძის 10 ში, ფიქრის გორაზე, კოსტავასა და მელიქიშვილის გამზირებს შორის.
ჩვენი მეორე ფილიალი კი 2021 წელს გაიხსნა, ვაკეში, გეგეშიძის ბაღის გვერდით – ფალიაშვილის 38 ნომერში.
წელს კი ჩვენ განვაახლეთ LovelyRoses.ge დინამიური და მოსახერხებელი პლატფორმით, რომელიც შექმნილია ე-კომერსის წამყვანი დიზაინის კომპანიის მიერ, რომელიც იყენებს ინდუსტრიის უმაღლებს ტენდენციებსა და სტანდარტებს, რათა ონლაინ შეკვეთის განთავსება უფრო სასიამოვნო და ადვილი პროცესი იყოს.
📞+ (995) 598 33 86 99 (calls/whatsapp/viber)
Vake – Z. Paliashvili 38, 09:00-22:00
https://goo.gl/maps/vjkVTre2N26K3uGo8
Vera – Sh. Ghambashidze 10, 09:00-00:00
https://goo.gl/maps/2SfaErUFTibRg1UB8

ასევე დაგაინტერესებთ