8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ხვდებიან

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენცია.
პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის დელეგაცია ოპოზიციურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება. როგორც ცნობილია, მთვარი განსახილველი საკითხი გაყალბებული და მიტაცებული ხელისუფლება იქნება.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებენ. შეხვედრები არც მთავრობის ადმინისტრაციასთან და არც საპარლამენტო უმრავლესობასთან არ არის ჩანიშნული.
დელეგაციის წევრები:
· გერმანია – მიხაილ როთი;
· ფინეთი – იუკა კოპრა;
· შვედეთი – ერიკ ოტოსონი;
· საფრანგეთი – ფრედერიკ პეტი;
· ლიეტუვა – ჟიგიმანტას პავილიონისი;
· ლატვია – ინარა მურნიეცე;
· – მარკო მიხელსონი;
· პოლონეთი – მიჰაუ კამინსკი.