8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა – ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი 5:3 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე ენცო მილმა გახსნა, გატანილი გოლიდან 7 წუთში ფერმინ ლოპესმა სხვაობა აღადგინა, 25-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და “ფურია როხა” წინ გაიყვანა. 28-ე წუთზე ალექს ბაენამ მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთმადე გაზარდა.
მეორე ტაიმში ტიერი ანრის გაწვრთნილმა გუნდმა ქამბექი შემოგვთავაზა, 79-ე წუთზე აკლიუშემ, 90+3 წუთზე კი ჟან ფილიპ მატეტამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო.
მე-100 წუთზე სერხიო კამელიომ ესპანეთი წინ გაიყვანა,
120+1 წუთზე კი ასევე კამელიომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.