8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდება

8 აპრილს, მზის სრული დაბნელება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საკმაოდ ვრცელ ნაწილში მოხდება და 2044 წლამდე აღარ განმეორდება.
უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, მზე, მთვარე და დედამიწა კოსმოსში სრულყოფილ ხაზზე განლაგდება და სულ რამდენიმე წუთით, დედამიწის გარკვეულ ნაწილში, მთვარის ჩრდილი დღისით სრულ წყვდიადს წარმოქმნის.
საქართველოდან მზის დაბნელება შეუმჩნეველი იქნება. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც ადამიანზე არანაირი გავლენას არ ახდენს.

ასევე დაგაინტერესებთ