დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 8 აპრილს პრომეთეს მღვიმე დაკეტილი იქნება.
მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია.
,,ძვირფასო ვიზიტორებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, 8 აპრილს, პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებისთვის დაიკეტება”, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, პრომეთეს მღვიმე 2023 წელს საქართველოში ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია იყო.
კერძოდ, 2023 წელს პრომეთეს მღვიმემ 230 677 ვიზიტორს უმასპინძლა, საიდანაც საქართველოს მოქალაქე 49 917 პირი იყო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე 180 760 პირი იყო.