8 აგვისტოს მერე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დამყარდა – სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი

“დიალოგი კონფლიქტების მოგვარებისა და მათი თავიდან აცილების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია”, – როგორც „არმენპრეს“-ი იუწყება, ამის შესახებ ერევანში მიმდინარე 108-ე „როუზ-როთის“ სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.
” ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლიერების გამოხატვით სომხეთის სახელით ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ყველა მონაწილეს მიმართ, ვინც აგრძელებს დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე. დიალოგი ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია კონფლიქტების მოსაგვარებლად და ასევე მათი თავიდან ასაცილებლად.
სიმბოლურია, რომ „როუზ-როთის“ სემინარი ვაშინგტონში 8 აგვისტოს გამართული სამიტის შემდეგ ტარდება, რომლის შედეგადაც სამხრეთ კავკასიაში დამყარდა მშვიდობა – მშვიდობა, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ რეგიონის ხალხები. ახლა ჩვენ ვიმუშავებთ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე, რათა უზრუნველვყოთ მისი მდგრადობა”.
2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ს მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
გრიგორიანის თქმით, სომხეთის ხლისუფლებას აქვს რწმენა, რომ “მშვიდობა ქმნის საუკეთესო პირობებს სომხეთის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უწყვეტი განვითარებისთვის”.
“შექმნილ პირობებში სომხეთი არა მხოლოდ გააძლიერებს თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ გააფართოებს თანამშრომლობას პარტნიორებთან“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ