78 წლის ასაკში გარდაიცვალა ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი

ესპანეთის კინოაკადემიის განცხადებით, 17 დეკემბერს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა რეჟისორ პედრო ალმოდოვარის ფილმებში შესრულებული როლებით.
პარედესმა თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო და 75-ზე მეტ ფილმში იყო გადაღებული, მათ შორის ალმოდოვარის სურათებში “მაღალი ქუსლები”, “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, “ჩემი საიდუმლოს ყვავილი”.
“ესპანური კინო დარჩა მისი ერთ-ერთი ყველაზე ემბლემატური მსახიობის, მარისა პარედესის გარეშე”, – წერს კინოაკადემია პლატფორმაზე X-ზე.
პარედესი ორჯერ იყო წარდგენილი ესპანეთის პრემია “გოიაზე”. საპატიო “გოია” მას 2018 წელს მიენიჭა.
პარედესი გადაღებულია საერთაშორისო ფილმებშიც, მათ შორის იტალიელი რეჟისორის, რობერტო ბენინის სურათში “ცხოვრება მშვენიერია” და მექსიკელი გილერმო დელ ტოროს ფილმში “ეშმაკის ხერხემალი”.
2000-2003 წლებში პარედესი იყო ესპანეთის აკადემიის პრეზიდენტი.
რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის ოქტომბერში, მარისა პარედესი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალს. მის თაყვანისმცემლებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ პარედესის მასტერკლასს. ქუთაისში ყოფნისას მსახიობმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ჟურნალისტს, კინომცოდნე ს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ