76 წლის შერი: სიყვარულისთვის გვიანი არასდროსაა, მომენტით უნდა დატკბე

76 წლის შერი სილამაზისა და და ახალგაზრდობის საიდუმლოს შესახებ საუბრობს – Marao
საიდუმლო არ არის, რომ შერი თავისი ასაკისთვის შესანიშნავად გამოიყურება. მომღერალი აღიარებს, რომ კოსმეტოლოგის კაბინეტს ხშირად სტუმრობს. შერი ასაკის მატების შესახებ ჯერ კიდევ 80-იან წლებში საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ეს მომენტი გარდაუვალია და მასთან შეგუება ყველამ უნდა ისწავლოს.
„ერთხელ დედაჩემმა მითხრა: ყოველთვის არ იქნები ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ განსაკუთრებული ხარ და გახსოვდეს, რომ სამყაროში სილამაზეზე მნიშვნელოვანი თვისებებიც არსებობსო“ – ამბობდა მომღერალი. მისი თქმით, ყოველთვის იყენებდა დაბერების საწინააღმდეგო ერთსა და იმავე მეთოდებს:

“ერთ რამეს მივხვდი – სიყვარულისთვის გვიანი არასდროსაა, მომენტით უნდა დატკბე” – შერი 40 წლით უმცროსი შეყვარებულისა და ურთიერთობების შესახებ
“ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკუთარ თავს ბრძოლის შანსი მისცე. მე თავი დავანებე მოწევას. არ ვიღებ ნარკოტიკებს. არასდროს ვსვამ ყავას და ალკოჰოლს“ – ამბობს შერი და აღნიშნავს, რომ კანის ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად წლებია Retin-A -ს იყენებს.
“ექიმ არნოლდ კლაინთის რჩევით დავიწყე Retin-A-ს გამოყენება ქრონიკული კისტოზური აკნეს სამკურნალოდ და უკვე 10 წელია ვიღებ“ – განუცხადა მან People-ს. მომღერალი იმასაც აღიარებს, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
“ადამიანებმა უნდა გააკეთონ ის, რაც მათ ახარებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, როცა ჩემი სახე ეკრანებზე დავინახე, მინდოდა ჩემი ცხვირი გამეკეთებინა, რადგან ეს ნამდვილად მაწუხებდა”, – თქვა მან.