„76 დეპუტატს შეკრება შეუძლია, არავინ არ ამბობს, რომ არა, მაგრამ…“ – ბაჩო დოლიძე

„ახალის“ წევრი, ბაჩო დოლიძე:
„გრძელდება სასარგებლო იდიოტიზმის შემცველი პროპაგანდა რომ თურმე ეს და ეს ამბობს რომ 76 დეპუტატს შეუძლიათ პარლამენტის ლეგიტიმაცია. და აზრი არა აქვს სიის ჩახსნას.
კონსტიტუციის მუხლი ამბობს რომ:
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორიმესამედის ( ანუ 100 კაცის ) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
ამიტომ ვამტკიცებდით რომ სიები თუ ცარიელია შევატოვებთ მაგ 80 კაცში.
ეხლა მეორე საკითხი:
ორიმესამედის არ ყოფნა რას უშლის ხელს:
1. პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საკიტხები; კომისიები, კვორები, ფრაქციები და ა.შ.
2. პრეზიდენტის – სჭირდება 150 დეპუტატი 300 ხმოსანში;
3. საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება და ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისი კანონმდებლობის მიღება – 3/4.
4. საკონსტიტუციო ცვლილებები ან გადასინჯვა – 2/3-ც და 3/4.
5. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება – 2/3.
6. ორგანული კანონის მიღება და ცვლილებების შეტანა – 2/3.
7. კანონის მოქმედებაში მოყვანა – 2/3.
8. მოსამართლეთა განწესება – 2/3.
და მთავარი:
ეს ჟურნალისტების გასაგონათ: ჰკითხეთ ინდივიდუალურად სიაში მყოფმა დეპუტატებმა მიმართეს თუ არა უკვე ს, თავიანთ თავს და ჩვენ კი ნუ გვაპუხობენ, ცესკომ უპასუხოს რომ უკმაყოფილებს თუ არა მათ განცხადებას.“

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძის დედა, ია ბარდაველიძე: მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, პირველად მეძლევა მომენტი რომ ჩემი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო პედაგოგს და სინდისის პატიმარს ნინო დათაშვილს!