74% პრეზიდენტის ქართულ ქარტიას დადებითად აფასებს – Edison Research

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 10% სრულად ინფორმირებულია პრეზიდენტ ს მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმა ქართულ ქარტიასთან დაკავსირებით, 30% მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, 60% კი მასზე არ სმენია, არ იცის ან არ პასუხობს კითხვას.

რაც შეეხება უშუალოდ ქართულ ქარტიას, მათგან, ვისაც მის შესახებ სმენია, ქარტიას და მის გარშემო ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას 74% პოზიტიურად აფასებს, 26% კი ნეგატიურად.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია – მხოლოდ ელექტრონულად, უცხო ქვეყნებში მცხოვრები 128 000 მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა ცესკო ამბობს, რომ ასეთი მხოლოდ 67 000 პირია – სად წავიდნენ ეს ადამიანები? რატომ ამოიღეს სიიდან? პასუხი გვჭირდება