თბილისის საქალაქო სასამართლომ 72 წლის იოსებ ხეოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკს ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, პენიონერს 5 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ამჯერად ორ ეპიზოდს ედავებოდა – 24 და 25 ოქტომბერს გზის გადაკეტვას.
„მე მინდა ერთი რაღაც მოგახსენოთ, მე არ ვამბობ, რომ გზის გადაკეტვაში არ მიმიღია ხოლმე მონაწილეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში გზა უკვე გადაკეტილი იყო“, – აღნიშნა ხეოშვილმა პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, ხეოშვილი ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
3 ნოემბერს ხეოშვილის ადვოკატებმა პროცესზე წარადგინეს ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, რის მიხედვითაც, მათი თქმით, ხეოშვილს ენცეფალოპათია და შშმ პირის სტატუსი აქვს.




