71 წლის ჯონ მალკოვიჩმა მიშელ პფაიფერთან რომანზე ისაუბრა – Marao

ჯონ მალკოვიჩისა და მიშელ პფაიფერის რომანის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ 1988 წელს გავრცელდა, როცა ეკრანებზე საკულტო ფილმი “სახიფათო კავშირები” გამოვიდა. მაშინ მალკოვიჩი გლინ ჰედლიზე იყო დაქორწინებული, ფილმის გადაღებების დროს კი, მოულოდნელად, ეს 6-წლიანი ქორწინება დასრულდა.
მიშელსა და ჯონს ამ რომანის შესახებ საჯაროდ არასდროს უსაუბრიათ – ჭორები არც უარყვეს, არც დაადასტურეს. თითქმის 30 წლის შემდეგ კი, როცა ჯონ მალკოვიჩი Fashion Neurosis-ის პოდკასტს სტუმრობდა, ამ ურთიერთობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ასეთი რომანები ცხოვრებაშიც ისეთივე დრამატულია, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში:
· 4 ფილმი, რომელსაც 2025 წლის კანის კინოფესტივალზე უნდა მიაქციოთ ყურადღება
“ეს ისეთი რამეა, რაზეც არასდროს მისაუბრია. ჩემს პროფესიაში ადამიანები სწრაფად ამყარებენ ემოციურ კავშირებს, ხანდახან ეს კავშირები სცილდება სამუშაო საზღვრებს. მიშელი ჩემთვის ძალიან ფასეული კოლეგა იყო, მხიარული, გულწრფელი და ჩემთან სამართლიანი, მე კი მასთან სამართლიანი არ ვიყავი“.
მიშელ პფაიფერი ამერიკელი მსახიობი და მომღერალია. შესრულებული როლებისთვის სამჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე, ერთხელ მთავარი, ხოლო ორჯერ – მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: The Hollywood Knights, Scarface, Into the Night, Dangerous Liaisons, Dangerous minds, I Could Never Be Your Woman და სხვ.
დაიბადა კრისტოფერში, ილინოისი, ხორვატიული წარმოშობის კათოლიკურ ოჯახში. ბავშვობაში მსუქანი ბიჭი ყოფილა, თუმცა საშუალო სკოლის ბოლო წლებში სისტემატური ფიზიკური ვარჯიშით ათლეტური აღნაგობა მიუღია. სწავლობდა ილინოისის სახ. უნივერსიტეტში ეკოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა შემდეგ შეიცვალა სწავლის საგანი თეატრალურზე, ერთ-ერთი პროფესორის მიერ მისთვის გაკეთებული კომენტარის პასუხად, რომ მისგან მსახიობი ვერ დადგებოდა. მალევე, კოლეჯიდან წასვლის შემდეგ, მალკოვიჩი თავის სარჩენად მცირე-ანაზღაურებად სამსახურთა სერიას იცვლის – მუშაობს სასკოლო ავტობუსის მძღოლად, მღებავად, საკანცელარიო ნივთების მაღაზიის თანამშრომლად და ა. შ.
· ქალები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა: ბრიჯიტ ბარდო, სოფიკო ჭიაურელი, სოფი ლორენი
1976 წელს მალკოვიჩი ჩიკაგოს (ილინოისი) სტეპენვულფის თეატრალური კომპანიის აკრედიტებული წევრი ხდება. 1983 წელს ნიუ-იორკში გადადის და სპექტაკლში „ნამდვილი დასავლეთი“ (True West) იღებს მცირე როლს. 1984-ში ბროდვეიზე დასტინ ჰოფმანთან ერთად სპექტაკლში „კომივოიაჟორის სიკვდილი“ ჩნდება. სპექტაკლის სატელევიზიო ფილმად გადაღების შემდეგ მალკოვიჩი ამ როლისთვის ემმის ჯილდოს იღებს. საფილმო დებიუტს ის ფილმში „ადგილები გულში“ აკეთებს (1984), რომლისთვისაც ის აკადემიის ჯოლდოზე იქნა წაყენებული დამხმარე როლში საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. 1994 წელს ოსკარზე იყო წაყენებული იგივე კატეგორიით ფილმში „In the Line of Fire“. მიუხედავად იმისა, რომ ის სატიტულო როლს ასრულებს ჩარლი კაუფმანის სცენარით გადაღებულ ფილმში „იყო ჯონ მალკოვიჩი“, აქ ის საკუთარი სახელის მქონე გამოგონილ პერსონაჟს ანსახიერებს, რაზეც მთავარი გმირის შუა სახელი „ჰორაციო“ მიუთითებს. მალკოვიჩს კამეო როლი აქვს ფილმში „ადაპტაცია“, ასევე კაუფმანის დაწერილი სცენარით. მალკოვიჩის სადირექტორო დებიუტი “The Dancer Upstairs” 2002 წელს გამოდის.
· ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავები“ – ოქროს წლები და 10 ლეგენდარული მსახიობი
მალკოვიჩი ბოლო მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობს მის ფრანგ მეგზურ ნიკოლეტა პეირანთან და ორ შვილთან (ამანდინ და ლევი) ერთად. 2005 წლის 4 აპრილს ილინოისის სახ. უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მას საზეიმოდ გადასცეს თეატრის დიპლომი. 1970-იანებში უნივერსიტეტში სწავლისას მას საბოლოო სადიპლომო გამოცდა კონსტიტუციაში არ ჩაუბარებია. დიპლომის მისაღებად მას ეს გამოცდა გაუუქმეს. მალკოვიჩი ერთგული რჩება კომპანიისა, რომელმაც მას პირველი შანსი მისცა სამსახიობო კარიერაში, ის ხშირად ბრუნდება სტეპენვულფის თეატრში, სადაც ის დღესაც სპექტაკლებში მონაწილეობს, როგორც მსახიობი ან დამდგმელი-რეჟისორი.