7.6-ბალიანმა მიწისძვრამ ფილიპინებსა და იაპონიაში ცუნამი გამოიწვია, დაღუპულია 1 ადამიანი

2 დეკემბრის საღამოს ფილიპინებში მაღალბალიანი იყო, რასაც ქვეყანასა და იაპონიაში ცუნამი მოჰყვა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა 7.7-ბალიანი, -ის გეოგრაფიული სამსახურის ცნობით კი – 7.6-ბალიანი იყო. მოგვიანებით ფილიპინებში 6.5-6.8 მაგნიტუდის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად იაპონიაში 0.40 მეტრის, ფილიპინებში კი 0.64 მეტრის ზომის ტალღები დაფიქსირდა.
სტიქიის გამო ორივე ქვეყანაში განგაში გამოცხადდა და ევაკუაცია მიმდინარეობდა. ფილიპინებში გარდაცვლილია ერთი ქალი. მას მიწისძვრის დროს კედლის ნანგრევები დაეცა, როდესაც ოჯახთან ერთად სახლიდან გამოიქცა და ცდილობდა, უსაფრთხო ადგილი ეპოვა.
ფილიპინელი მაღალჩინოსნების ცნობით, მიწისძვრამ ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა.
ამჟამინდელი ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში ცუნამის საფრთხე აღარ არსებობს და განგაშები გამორთულია. გარდა ამისა, საევაკუაციო ცენტრებში მყოფი ადამიანები სახლებს უბრუნდებიან.
ფილიპინებში მიწისძვრას ასობითგანმეორებითი ბიძგი მოჰყვა. მათ შორის უდიდესი 6.5-ბალიანი იყო.