7 ცნობილი ქართველი ქალი, რომლებმაც უცხოელებზე იქორწინეს – Marao
ამ სტატიაში გიყვებით იმ ქალების შესახებ, რომლებმაც ბედი არა ქართველ, არამედ უცხოელ მამაკაცს დაუკავშირე.
ნუკი კოშკელიშვილის ქართველი ტელემაყურებელი წლებია კარგად იცნობს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ამასთან ის თამაშობდა ისეთ პოპულარულ სერიალში, როგორიცაა “შუა ქალაქში”. მან მიიღო მონაწილეობა მეგაპროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში”.
ნუკის წარმატებულ კარიერასთან ერთად, აქვს ღირსეული ოჯახი. მან 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ნუკიმ მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ის დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.
ბენი პროფესიით ექიმია და ამ კუთხით მუშაობს.
“რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე რაღაცებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის”- ამბობდა ნუკი მაშინ.
ბენი ხშირად სტუმრობს საქართველოს, სწავლობს ქართულს და ძალიან უყვარს ქართული სამზარეულო.
ბენის და ნუკის ორი შვილი ოლივერი და შიო ჰყავთ.
ქართველ ვარსკვლავს, ქეთი მელუას არამარტო საქართველოში არამედ მსოფლიოს გარშემოც კარგად იცნობენ, მან საკუთარი ვოკალით მოახერხა უამრავის სითბოს მიღება.
2012 წლის იანვარში ქეთიმ დაადასტურა ნიშნობა James Michael Toseland-თან. წყვილი 2012 წლის 1 სექტემბერს დაქორწინდა. ჯეიმსი ყოფილი მოტომრბოლელია. კარიერა 1995 წელს დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც, 2004 და 2007 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. კარიერა კი 2011 წლის მარტში დაასრულა მაჯის დაზიანების გამო.
მათი ოჯახი მალევე დაინგრა და წყვილი ერთმანეთს დაშორდა. “ვერ წარმოვიდგენდი, რომ 36 წლის ასაკში ახლად განქორწინებული ვიქნებოდი და ჯერ კიდევ არ მექნებოდა ის ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ორიოდე ზაფხულის წინ ერთი ადამიანი გავიცანი. პანდემიის დროს, ერთმანეთს, ძირითადად, ონლაინ ვეხმიანებოდით. უნაყოფობის შესახებ ფიქრები კვლავ ამეკვიატა, ამიტომ გავყინე კვერცხუჯრედები, როგორც ბევრი ქალი აკეთებს ამას. მალე პანდემია დასრულდა და ურთიერთობაც განვაახლეთ. ვიცოდი, რომ ახლა შემეძლო მისი გაცნობით სიამოვნება მიმეღო. ერთ დღესაც კი ჩემი აზრი გავუზიარე და ვკითხე, იყო თუ არა მზად მამობისთვის. ხშირად მეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვეა საჭირო, ზუსტად სამი თვის შემდეგ კი გამომიცხადა, რომ მზად იყო” – ამბობდა ქეთი პირად ცხოვრებაზე საუბრისას.
ცოტა ხნის წინ მომღერალს ახალ პარტნიორთან პირველი შვილი, სანდრო შეეძინა.
თაკო გაჩეჩილაძე ქართველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია. თაკოს, როგორი წარმატებული კარიერა ჰქონდა ისეთი წარმატებული ოჯახი შექმნა.
ევროვიზიის კონკურსის დროს მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი გაიცნო. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. საყვარელმა მამაკაცმა მომღერალს ხელი ვენაში სთხოვა, 2019 წელს კი მათ ახლობლების გარემოცვაში, საქართველოში, ქორწილიც გადაიხადეს. თაკოსა და ბორისს ორი შვილი, გაბრიელა და ილა ჰყავთ. თაკომ გვარიც შეიცვალა, ის ქმრის გვარზე გადავიდა და თამარა მილანოვა გახდა.
„მას შემდეგ, რაც გავხდი დედა, ყველაფერი შეიცვალა. პიროვნულად შევიცვალე. ადრე ვიყავი ბევრად უფრო მკაცრი, ვიღაცისთვის ცივი, უფრო პირდაპირი. ბევრი მინუსი მქონდა, უფრო ეგოისტიც, თავისთავად. ახლა უფრო შემეცვალა ხასიათი, გავხდი უფრო დამთმობი, ბევრ რამეს, რასაც წყობიდან გამოვყავდი, ახლა მესმის, უფრო მეტად შევდივარ ხალხის მდგომარეობაში. ვგრძნობ, რომ შინაგანად უფრო დავთბი…“ – ამბობდა თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნინო მაჩაიძე თანამედროვე ქართველი საოპერო ვარსკვლავია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა აქვს იტალიაში და მსოფლიო ოპერის სცენაზე. იგი ცნობილია თავისი უნიკალური ხმით, სცენური ხიბლითა და ემოციური შესრულებით. ნინო მაჩაიძე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საოპერო მომღერლადაა აღიარებული. მას ხშირად “ოპერის ანჯელინა ჯოლისაც” უწოდებენ.
ნინო მაჩაიძე დაქორწინებულია იტალიელ ბარიტონზე, ალესიო არდუინზე, რომელიც ასევე წარმატებული საოპერო მომღერალია. ისინი ერთმანეთს ოპერის სამყაროში შეხვდნენ და საერთო ინტერესებმა და კარიერამ დააახლოვა.
მათი ურთიერთობა არა მხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ პროფესიულ ასპარეზზეც გამოიხატება – ისინი ხშირად ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა საოპერო პროექტში და კონცერტში.
ნინო მაჩაიძე და ალესიო არდუინი ძირითადად ცხოვრობენ იტალიაში, სადაც მათი საქმიანობის მთავარი სცენაა, თუმცა ნინო ხშირად სტუმრობს საქართველოს და აქტიურად არის ჩართული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
მიუხედავად მისი მსოფლიო პოპულარობისა, ნინო მაჩაიძე პირად ცხოვრებას ნაკლებად აშუქებს მედიაში და ცდილობს ოჯახური საკითხები საჯარო სივრცეს მაქსიმალურად დააშოროს.
ნინო მაჩაიძესა და მის მეუღლეს, გვიდო ლოკონსოლოს, ორი შვილი ჰყავთ: ვაჟი ალესანდრო, რომელიც დაიბადა 2013 წლის 9 აგვისტოს, და ქალიშვილი ელენა, რომელიც დაიბადა 2021 წლის 18 იანვარს.
ლეგენდარული იტალიელი მსახიობის ვაჟმა, კარლო პონტიმ ქართველ გოგონაზე, მარიამ შარმანაშვილზე იქორწინა. ქორწილი 26 ივლისს თბილისში შედგა.
წყვილმა ქორწილი ქართული ტრადიციების დაცვით ჩაატარა. ჯვრისწერა სამთავროს მონასტერში გაიმართა, სადაც იტალიელმა სიძემ ჩოხა მოირგო, ხოლო მარიამი ქართული ტრადიციული ნაციონალური სამოსით იყო წარმოდგენილი. და რა თქმა უნდა, წყვილმა ქართული ცეკვა, დაისიც შეასრულა.
ვაჟის ქორწილს სამწუხაროდ ვერ დაესწრო სოფი ლორენი, თუმცა მან ვიდეო მიმართვა გამოუგზავნა წყვილს, რის შემდეგაც მარიამმა და კარლომ კიდევ ერთი ცეკვა შესთავაზეს სტუმრებს. მარიამმა ცეკვის დროს ლაშა ჯოხაძის შექმნილი ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო.
როგორც ცნობილია, წყვილი მეორე ქორწილის გადახდას ჟენევაში აპირებს, რომელსაც კარლო პონტი უმცროსის დედა, ლეგენდარული სოფი ლორენიც დაესწრება.
წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
ანა ფხაკაძეს სოციალურ ქსელებში კარგად იცნობენ. ის კომპანია “ვისოლის” მეწილის, ლევან ფხაკაძის ქალიშვილია. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ხოლო ბიზნესი და მარკეტინგი – George town University-ში.
ანი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნიუ-იორკში გადავიდა. ამჯერად კი მეუღლესთან ერთად მონაკოში ცხოვრობს.
ანი ფხაკაძის მეუღლე შვეიცარიელი ამურ დე სადელიერია. ანი და ამური 2021 წელს დაინიშნენ. წყვილმა ქორწილი შვედეთში გადაიხადა. გრანდიოზულ ქორწილს მათი ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ, კადრები კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. წყვილს ერთი ვაჟი, ლეონ სტანისლას დე სედლერი ჰყავს.
ნუცა ბუზალაძე დარენ პრინცზე დაინიშნა. დარენი ცნობილი ამერიკელი აგენტია, რომელიც სელებრითებთან და სპორტსმენებთან მუშაობს. ის ასევე არის მწერალი და ავტორი ბესტსელერისა “AimingHigh”. დარენი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა დამოკიდებულებასთან ბრძოლისა და ადვოკატირების საქმეში.
“მე ვუთხარი „კი“ ჩემს სუპერ აგენტს, საუკეთესო მეგობარს და ახლა… ჩემს მომავალ ქმარს” – წერდა ნუცა ბუზალაძე
“დარენი პირველად ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა , როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი ირწმუნა, როცა ამერიკაში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებს მივყვებოდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი. ის ჩემი სუპერ აგენტი იყო. მან ყველაფერი გააკეთა, გამიღო კარი, რომელიც არასდროს მეგონა, რომ გაიღებოდა, და ჩემ გვერდით იდგა ისე, როგორც არავინ! მაგრამ რასაც ვერ ვხედავდი, ის იყო, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული ხდებოდა.
ჩვენი კავშირი თავიდანვე რწმენაზე, ნდობასა და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული. დროთა განმავლობაში ის ჩემი უსაფრთხო სივრცე გახდა. ის, ვინც სრულად მიგებდა, მაგრძნობინებდა თავს დაცულად, ძვირფასად…
როდესაც ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა და ერთ დღეს მივხვდი, რომ დარენის მიმართ მხოლოდ პროფესიული სიყვარული არ იყო. ეს ჩემთვის ყველაფერი იყო და ეს ნამდვილი იყო!
ვლოცულობდი ასეთ პარტნიორზე, ვინც დედოფალივით მომეპყრობოდა, ჩემს ყოველდღიურობას სინათლეს შემატებდა და მთელი გულით შემიყვარებდა… და ღმერთმა გამომიგზავნა დარენი.
ბედნიერებით ვარ სავსე და მოუთმენლად ველი, ქალბატონი პრინცი გავხდე. შენ ჩემი ლოცვა ხარ, რომელიც ასრულდა. სამუდამოდ მიყვარხარ”, – წერდა ნუცა ბუზალაძემ.




