7 ქართველი ვენეციის კინოფესტივალზე – ვინ და როგორ ესწრებოდა პრესტიჟულ ღონისძიებას – Marao

მსოფლიო პრესის ყურადღება ვენეციისკენაა მიმართული. ბოლო პერიოდში ქართველი სახეებიც გამოჩნდნენ ვენეციის კინოფესტივალზე. გთავაზობთ იმ ქართველებს, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ამაყად მიაბიჯებდნენ.
წელს ვენეციის 82-ე კინოფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ ნინი ბადურაშვილი იყო წარმოდგენილი. ნინი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინი კინოფესტივალზე იქნებოდა წარმოდგენილი, მისმა მენეჯერმა კოკი ფერაზი ფანგანმა გაავრცელა.
“ქართული სილამაზე ვენეციის წითელ ხალიჩაზე!
ნინი ბადურაშვილი, რომლის სტილი, დახვეწილობა და შარმი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, ახლა უკვე მსოფლიო ასპარეზზე, ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე!
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ოფიციალური მოწვევა ვენეციის კინოფესტივალის ორგანიზატორებისა და „Armani“-სგან. ბრენდისგან, რომელიც საუკუნეა ელეგანტურობისა და კლასის სიმბოლოა! წითელი ხალიჩისთვის, სწორედ „Armani“ იზრუნებს ნინის ჩაცმულობაზე, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მის გამოსვლას.
ეს ის მომენტია, როცა ქართული სილამაზე, სტილი და ტალანტი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა და რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვიქნები მეც,როგორც მისი მენეჯერი და ამ ისტორიული მომენტის თანამონაწილე” – წერდა კოკი ფერაზი ფანგანი.
დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს.
გარდა იმისა, რომ ფილმის სათქმელი აქტუალური და მნიშვნელოვანია, ასევე საამაყოა ქართველი ვარსკვლავების გამოჩენა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზეც. სხვა უამრავ ცნობილ მსახიობთან ერთად გულშემატკივრებმა ია სუხიტაშვილი, მერაბ ნინიძე და კახა კიწურაშვილი დეა კულუმბეგაშვილთან ერთად.
აპრილის” სიუჟეტი ნინას ირგვლივ ვითარდება, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში ექიმ-გინეკოლოგია და საავადმყოფოში მუშაობს. მთავარი ამბავი კი მაშინ იწყება, როცა ნინას მორიგეობის დროს ახალშობილი იღუპება.
ფილმის შესახებ არაერთი საინტერესო რამ გაჟღერდა, მაგალითად, IndieWire-ის მიხედვით, დეა კულუმბეგაშვილი არის ის მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, რომ საკუთარი ნამუშევრით მაყურებელს განსაკუთრებული ემოციები გაუღვივოს.
მაშინ, როცა ყველა დეა კულუმბეგაშვილის ფილმის, “აპრილის” წარმატებაზე საუბრობდა და საზოგადოება აქტიურად აზიარებდა ფილმის მთავარი გმირების, მერაბ ნინიძის, კახა კიწურაშვილისა და ია სუხიტაშვილის ფოტოებს, თამო ვაშალომიძემ ფესტივალის წითელ ხალიჩაზე გადაღებული კადრები გამოაქვეყნა და ყურადღებაც მიიპყრო. თამოს 2011 და 2019 წლებში ფილმებში “მხატვრის ტურფა” და “გარეკილები” მონაწილეობა მიღებული აქვს, თუმცა ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე მსახიობის ამპლუაში არ იმყოფებოდა.
როგორ და რატომ მოხვდა თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე, ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი კითხვა თუ კომენტარი დაიწერა.
“თამო ვაშალომიძის ისეთ ბულინგს ვუყურებ. მეგობრებო, თამომ თავის მოვლის ხაზი გააკეთა და მისი შემოსავალი იმდენად ეფექტურია, რომ სპონსორის სტატუსით მიიწვიეს. დააფსა კატამ თქვენს სტანდარტებს, რომელსაც ის არ აკმაყოფილებს. ერთი, ხალხს არ იჩემებდეთ, რა, თქვე რაღაცნაირებო. თამო, წარმატებები და ასე გააგრძელე”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. პასუხი კრიტიკოსებს თავად თამო ვაშალომიძემაც გასცა, მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დადებითი კომენტარების ავტორებს მადლობა გადაუხადა, დაინტერესებულებს კი აუხსნა, რომ განაცხადს მსგავს ღონისძიებებზე მონაწილეობისთვის უკვე რამდენიმე წელია, რაც აგზავნის, მაგრამ აქამდე ყოველთვის უარი მოსდიოდა, ახლა კი, ორი თვის წინ, ვენეციის კინოფესტივალიდან მიიღო თანხმობა და მიწვევა.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის თამო ვაშალომიძე ფოტოგრაფთან, ვიზაჟისტსა და დიზაინერთან ერთად მოემზადა. სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის მან თეთრი კაბა მოირგო, რომელსაც დამატებით აქსესუარად დიდი ზომის შლეიფი ჰქონდა. კაბა დახვეწილი და სადა დიზაინით გამოირჩევა.
2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე ხატია ბუნიათიშვილმა ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კაბა მოირგო. გრძელი შავი კაბა გამორჩეულია განსაკუთრებით დიდი ზომის მხრებითა და შლეიფით, რომელიც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. ღონისძიებაზე ხატიამ Cartier-ის სადა, თუმცა ელეგანტური სამკაულიც მოირგო. . წლე­ბია, რაც ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბრენ­დის ამ­ბა­სა­დო­რია, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის შექ­მნი­ლი კა­ბით პირ­ვე­ლად წარ­სდგა ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე.