“7 საათზე, მე ვიდგები თავისუფლების მოედანზე, გავუდგებით გზას შსს-სკენ, ქაჯეთის ციხისკენ” – გვარამია

დღეს, 19 საათზე, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მიმართვა გაავრცელეს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარეებმა.
ნიკა გვარამია:
“ყველა ავტორიტარული რეჟიმი, ისეთი როგორიც არის ივანიშვილი, პოლიტიკური პატიმრების გარდა იყენებს ე.წ. მოტრიალე კარის პოლიტიკას, მოტრიალე კარის პოლიტიკა არის ადამიანების დაკავება ე.წ. ადმინისტრაციული წესით და მათი გარიდება პროტესტებიდან. “ქართული ოცნების” პრაქტიკა ამ მიმართულებით, არის წარმოუდგენლად ფართო, უამრავი ადამიანის დაპატიმრება ხდება, მათი ჩასმა ციხეებში, მათი მოქცევა უზარმაზარ ფინანსურ ვალდებულებებში და ეს სხვა არაფერია, თუ არა მოტრიალე კარის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური დაკავებები. ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ არა მარტო პოლიტიკურ პატიმრებს, ვინც დიდი ხნით არის ციხეში, ცხადია მათაც და პირველი რიგში მათ, მაგრამ ასევე იმ ხალხს, ვინც არის მოტრიალე კარის პოლიტიკის მსხვერპლი და ამით ზიანდება არა მხოლოდ მათი ცხოვრება, არა მხოლოდ მათი ნათესავების ინტერესები, ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. 7 საათზე, მე ვიდგები თავისუფლების მოედანზე, მრავალთა შორის ერთ-ერთი ვიქნები, დარწმუნებული ვარ და გავუდგებით გზას შსს-სკენ, ქაჯეთის ციხისკენ, რომელიც აპატიმრებს ქართველ პატრიოტებს, ყველა მათგანი მე მიმაჩნია პოლიტპატიმრად, მხარდაჭერა მათ და გთხოვთ რომ გავერთიანდეთ – თავისუფლების მოედანზე, თავისუფლებისთვის”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ