“7 საათზე გვინდა ხალხის მაქსიმალური კონცენტრაცია” – ოპოზიციის გეგმა საღამოს გახდება ცნობილი

ოპოზიციის გეგმა შემუშავებულია და მოსახლეობას საღამოს 7 საათზე გააცნობენ – განცხადება ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა და მხარდამჭერებს მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა.