7 რამ, რასაც 13 წელი გატყუებდათ ოცნება – სალომე სიმონია

7 რამ, რასაც 13 წელი გატყუებდათ ოცნება – სალომე სიმონია
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
❌️13 წელი გატყუებდათ ოცნება: ● რომ სუვერენულები იყვნენ. რადგან აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრსაც კი, თურმე დიფ სთეითი უნიშნავდა. ● რომ მიწები არასდროს დაუკარგავთ. არადა, გაირკვა, რომ ჩორჩანაში თურმე მილიონი კვ.მ. რუსებს წაურთმევიათ. ● რომ არ იყვნენ კორუმპირებულები. აღმოჩნდა, რომ ყოფილან, რადგან ახლა იწყებენ კორუფციასთან ბრძოლას. ● რომ ევროპისკენ მიდიოდნენ, თანაც ღირსებით. გაზეიმეს კიდეც ასოცირების ხელშეკრულება. ახლა ეს გზა, თურმე სამშობლოს დათმობას ნიშნავს. ● რომ ეკონომიკური წინსვლა აქვთ, არადა, 2012 წლიდან დღემდე, 100%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ● გიმტკიცებდნენ, რომ თქვენზე ზრუნავდნენ, არადა, 89 დეპუტატიდან 33 ხოლო, 14 მინისტრიდან 7 მილიონერია. კორუფცია და სიღარიბე ყვავის. ❗️პრორუსული ძალა არ ვართო, დღესაც მორიგ ჯერზე გატყუებენ, მაგრამ მსგავსი ტყუილების მთქმელი და ქვეყნის ასეთ დღეში ჩამგდები პარტია, ვინც არ უნდა იყოს, უტყუარად მოსაშორებელია!

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა