7 ოქტომბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება – გზების დეპარტამენტი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტეფანწმინდა-გველეთის კმ0-კმ4 მონაკვეთის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების ჩატარების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით, საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ-ზე ფერდის საექსკავაციო სამუშაოების წარმოება, რისთვისაც 2025 წლის 7 ოქტომბრიდან 2025 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება და ყოველდღიურად 06:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება.
