7 ნოემბრის დილა დაიწყო მთაწმინდის პარკის დარბევით, შემოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, „ბორჯომში“ შევიდა საგადასახადო, „ტელენეტში“ შევიდა საგადასახადო, „სტანდარტბანკში“ შევიდა ეროვნული ბანკი და სპეცდანიშნულების ჯგუფი

7 ნოემბრის დილა დაიწყო მთაწმინდის პარკის დარბევით, შემოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, „ბორჯომში“ შევიდა საგადასახადო, „ტელენეტში“ შევიდა საგადასახადო, „სტანდარტბანკში“ შევიდა ეროვნული ბანკი და სპეცდანიშნულების ჯგუფი
7 ნოემბერს საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს წინააღმდეგ ერთდროულად აღეგზნო – ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი „იმედის“ გამო ხდებოდა, – განაცხადა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ.
„ბადრი პატარკაციშვილი ქვეყნიდან წავიდა 4 ნოემბერს, მიტინგი იყო, სიტყვით გამოვიდა და წავიდა. ის ისე გარდაიცვალა, რომ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. 7 ნოემბრის დილა ჩემთვის დაიწყო მთაწმინდის პარკის დარბევით, როცა დილას ადრე დამირეკეს და მითხრეს, რომ ნიღბიანი ხალხი შევარდა მთაწმინდის პარკში, რომელიც ჩვენ უკვე დამთავრებული გვქონდა და გაშვებული გვქონდა საცდელ რეჟიმში მუშაობა. სამი წელი ვმუშაობდით ამ პროექტზე და უზარმაზარი ენერგია ჩავდეთ. თვითონ ბადრი იყო ძალიან დაინტერესებული და ყოველდღე იქ იყო, ამ პარკში და ფაქტობრივად ყველაფერი დამთავრებული გვქონდა. არანაირი დავალიანება არ გვქონია მერიის და არაფერი.
ნიღბიანები შემოვარდნენ იქ და გამოგვყარეს მთაწმინდის პარკიდან. შემოვიდა მერია და სპეცდანიშნულების რაზმი. პარკიდან, რომ გამოვედი, დამირეკეს, რომ „ბორჯომში” შევიდა საგადასახადო, „ტელენეტში” შევიდა საგადასახადო. „სტანდარტბანკში” შევიდა ეროვნული ბანკი და ასევე სპეცდანიშნულების ჯგუფი. ეს ყველაფერი ხდებოდა 7 ნოემბერს, ჩვენს წინააღმდეგ ერთსა და იმავე დღეს აღეგრძნო საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი ნაწილი. მერე ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები იყო, მაგრამ ეს ასე არ იყო.
მე რაღაც მომენტში შევირბინე „იმედში” და გიორგი თარგამაძეს ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს გარშემო და რეალურად ხომ შენ გამო და „იმედის” გამო ხდება, ამიტომ მზად იყავით იმიტომ, რომ თქვენ უნდა დაგარტყან, რადგან სხვანაირად აზრი არ აქვს, ბანკს თუ დაგვიხურავენ ამით რას მიაღწევენ თქო. ასეც მოხდა საღამოს. მე მინდოდა, რომ ჩაეწერათ და მე ვუთხარი კამერები გარეთ დააყენეთ თქო, რომ მაქსიმალურად მოვასწროთ ჩვენება როგორ შემოდიან, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. საღამოს უკვე შევარდნენ „იმედში”. მივედი, მაგრამ არ შემიშვეს და სანამ მე ვჩხუბობდი, რომ შევეშვი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ამასობაში დაგვიშინეს რეზინის ტყვიები და მერე იქ უკვე ყველაფერი აირია-დაირია და მას მერე იმედში ჩვენ კაი ხნის განმავლობაში არ შევსულვართ. დალეწეს აპარატურა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს, მათ შორის ფეხმძიმე ქალი იყო იქ“,- აღნიშნა რუხაძემ.
Previous: გიორგი არველაძემ პირდაპირ გადმოგვცა გასაღები ისე, რომ ვინ იყო მფლობელი ტელევიზიის, საერთოდ არ მინახავს. ეს იყო 2012 წლის ბოლო, დან ხელისუფლების გადაბარებამდე

ასევე დაგაინტერესებთ

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

პრემიერი – საერთოდ დაკარგული აქვს კონკრეტულ ქვეყნებსაც და მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიასაც საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აცხადებენ, რომ თურმე ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია ჩვენ 27 ნოემბერს, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს, ასეთ აბსურდში როცა შედიხარ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად მოქმედებ არაფორმალური მმართველობის ქვეშ

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე – ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამყოფონ ჩვენი საზოგადოება, რაც უბრალოდ უსამართლო მიდგომაა და არც ჭრის