7-კაცა | რულოფ კოცე – Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის

სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი, Sharks Academy-ს დამფუძნებელი რულოფ კოცე 10 დღის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და საქართველოს 7-კაცა ნაკრების მწვრთნელს – გიორგი ნოზაძეს კონსულტაციებით ეხმარებოდა.
გიორგი ნოზაძე წლების წინ სამხრეთ აფრიკულ Sharks Academy-ში სწავლობდა და რაგბში მას სწორედ რულოფ კოცე წვრთნიდა. 7-კაცას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მან ყოფილ მასწავლებელს საქართველოს 7-კაცა რაგბის კონსულტანტობა შესთავაზა და სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტიც თავისი გამოცდილების გაზიარებას დათანხმდა.
10 დღის განმავლობაში გიორგიმ და რულოფმა მაქსიმუმი მოახერხეს და საწვრთნელი ვარჯიშები სამ ლოკაციაზე გამართეს – ფოთში, ქუთაისსა და თბილისში. კოცე ასევე დაესწრო მარტყოფში გამართულ 16-წლამდელთა საერთაშორისო ფესტივალს 7-კაცა რაგბში.
სამხრეთ აფრიკაში გამგზავრების შემდეგ რულოფ კოცესთან ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც ის საკუთარ გამოცდილებაზე და ქართული 7-კაცას პერსპექტივებზე გვესაუბრება:
– მოგვიყევით თქვენი სარაგბო გამოცდილების შესახებ – როგორ შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი Sharks Academy?
– მე და ჩემს მეგობარს დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მაღალი დონის (HP) სარაგბო აკადემიის დაარსების სურვილი და ამაზე ბევრს ვფიქრობდით. ერთხელაც ჩვენი შეხედულებები ერთობლივი ძალისმხევით რეალიზდა და 1997 წელს სარაგბო აკადემია დავაარსეთ, სახელად SA Rugby Institute. ჩვენი კამპუსი დურბანში მდებარეობდა. სამი წლის შემდეგ ჩვენი პოტენციალი Sharks-მა დაინახა და ეს კომპანია შეიძინა, რის შემდეგაც Sharks Academy გავხდით.
– როგორ მოახერხა Sharks Academy-მ პროფესიული განათლებისა და ვარჯიშის დაბალანსება?
– სამწუხაროდ, როგორც ყველა სხვა სპორტის სახეობაში, ასევე რაგბშიც, კარიერა დიდხანს არ გრძელდება. ამიტომ გვესმოდა, რომ მოთამაშეები უნდა მოგვემზადებინა რაგბის შემდგომი ცხოვრებისთვისაც. ჩვენ ჩავრთეთ აკადემიური პარტნიორები და უზრუნველვყავით, რომ ყველა მოთამაშეს სწავლა გაეგრძელებინა. შემდეგ დავგეგმეთ განრიგი ისე, რომ ის მოიცავდა აკადემიურ სწავლებას (სპორტული , სპორტის მენეჯმენტი, სპორტული ორგანიზაციის ადმინისტრირება), ფიზიკურ მომზადებას, რაგბის და ცხოვრების უნარებს ყოველდღიურად.
– რა გამოცდილება გაქვთ კონკრეტულად შვიდკაცა რაგბში?
– შვიდკაცა რაგბის მწვრთნელობა ჩემს კლუბში – Durban Harlequins-ში დავიწყე. რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდით სინგაპურის CC ტურნირზე – ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო გამოცდილება. ვთამაშობდით სამხრეთ აფრიკის შიდა ტურნირებს, ასევე ლონდონის ტურნირშიც. როცა Sharks Academy დავაფუძნეთ, 2000 წელსიქაცშევქმენითშვიდკაცაპროგრამა და მოთამაშეებს თავად ვავარჯიშებდი.
2007 წელს გავხდი ‘შარქსის' შვიდკაცა გუნდის მწვრთნელი და ეს როლი 2012 წლამდე შევინარჩუნე. 2013 წელს დავტოვე ‘შარქსი' და გავხდი არაბთა გაერთიანებული საამიროების შვიდკაცა ნაკრების მწვრთნელი.შინ დაბრუნების შემდეგ ვავარჯიშებდი Pumas Union-ის შვიდკაცა გუნდს, რომელიც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში თამაშობდა.ასევემქონდა პატივი მემუშავა ს შვიდკაცა ნაკრებთან აზიის Challenge Cup-ზე.
– რატომ შვიდკაცა რაგბი? რას აძლევს ის 15-კაცა რაგბს?
– 15-კაცადან 7-კაცა რაგბში ადაპტირება უფრო რთული პროცესია, ვიდრე 7-კაცადან 15-კაცაში. წარსული მაგალითები გვაჩვენებს, რომ მოთამაშეთა განვითარებაში და 15-კაცა რაგბისათვის უკეთესი მოთამაშეების ჩამოყალიბებაში, 7-კაცას დიდი როლი აქვს. 7-კაცა კარგი ხიდია 15-კაცა რაგბის უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ.
– როგორ ჩაერთეთ საქართველოს შვიდკაცა ნაკრებში და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამჟამინდელ სავარჯიშო გარემოზე?
– გიორგი (ნოზაძე) იყო სტუდენტი Sharks Academy-ში და მას მე ვავარჯიშებდი. წლების განმავლობაში კონტაქტი შეგვინარჩუნდა და ხშირად ვსაუბრობდით რაგბიზე. როცა ის გახდა საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, უფრო ინტენსიურად გავდიოდით კონსულტაციებს. როცა გამიჩნდა დრო, დამპატიჟა საქართველოში დასახმარებლად.
ვფიქრობ, ამჟამინდელ ჯგუფში ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები არიან. მწვრთნელები პროფესიონალები. კარგად ემზადებიან და თითოეული ვარჯიში მიზანმიმართულია.
– ქართულ რაგბისთან უშუალო შეხების შემდეგ, რა იყო თქვენი პირველი საერთო შთაბეჭდილება?
– ქართული რაგბი ძალიან მტკიცედ მუშაობს იმისათვის, რომ მიაღწიოს მაქსიმუმს. პროცესში ბევრი გულშემატკივარი და ერთგული ადამიანია ჩართული, რომლებიც ცდილობენ კავშირის განვითარებას. არსებობს სირთულეები, მაგრამ ასევე – მკაფიო გეგმა მათ გადასაჭრელად.
– როგორ დაახასიათებდით საქართველოს შვიდკაცა რაგბის სტილს?
– ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს იმ ფუნდამენტურ უნარებზე, რასაც შვიდაკა მოიცავს და რასაკვირველია, ტრადიციულ ქართულ ძალაზე.
– რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად?
– რაგბი მეტად ლოგიკური თამაშია, და მის ხარისხიანად სათამაშოდ, პირველ რიგში მოთამაშეთა რაოდენობაა საჭირო. ჩემთვის ნამდვილად გასაკვირვია მცირე რაოდენობის ლიცენზირებულ მოთამაშეთა რაოდენობის ფონზე, ესეთი კონკურენტ უნარიანი ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებები.
ეს იმას მიანიშნებს რომ თუკი რაგბი ქვეყანაში მეტად მასობრივი გახდება, სათამაშო ხარისხი და სტაბილურობა აიწევს.
– თქვენი აზრით, რა არის ქართველი მოთამაშეების მთავარი ძლიერი და სუსტი მხარეები?
– ძლიერი მხარეებია: ფიზიკურობა, სიძლიერე და სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება.
სუსტი მხარეები: ფიზიკურ მომზადებაზე (S&C) მეტი მუშაობაა საჭირო, რაც თამაშის ტემპს გაზრდის – ამჟამად ტემპი შედარებით დაბალია.
– შვიდკაცა რაგბში რას მიიჩნევთ უმთავრეს ფაქტორად – ინდივიდუალურ უნარს, ფიზიკურ მომზადებას თუ დისციპლინას?
– ყველა მათგანი მნიშვნელოვანია – შვიდკაცაში დამალვის ადგილი არ არსებობს!
– თქვენ მოდიხართ სამხრეთ აფრიკიდან, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია შვიდკაცა რაგბში. რა არის მთავარი განსხვავება სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს მიდგომებს შორის?
– ჩვენს ეროვნულ სისტემაში პროგრამა სრულად პროფესიულია – მოთამაშეები სრულ განაკვეთზე არიან ჩართულნი.
– რამდენად განსხვავებულია ქართველ და სამხრეთაფრიკელ მოთამაშეთა სათამაშო სტილი?
– სამხრეთ აფრიკას მეტი სისწრაფე აქვს, ხოლო საქართველოს – მეტი ძალა. გამოწვევა იმაშია, რომ შევათავსოთ ძალა, სისწრაფე და ტექნიკა. ამ კუთხით სამხრეთ აფრიკა წინ არის.
– რა პოტენციალი და რესურსი აქვს საქართველოს შვიდკაცა რაგბის გუნდს მაღალი შედეგების მისაღწევად?
– საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი და სათამაშო რესურსი მაღალი დონისათვის, თუმცა მოთამაშეთა რაოდენობა პროგრამებში საკმარისი არ არის. ზოგიერთი მოთამაშე მხოლოდ შვიდკაცაზე უნდა იყოს სპეციალიზირებული. და, რა თქმა უნდა, პროგრამის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის დაფინანსებაც საჭიროა.
– თქვენი აზრით, რა აკლია საქართველოს, რომ მუდმივად იყოს კონკურენტუნარიანი World Rugby Series-ის გუნდებს შორის?
– სრულიად პროფესიული, მუდმივი პროგრამა შვიდკაცა მოთამაშეებისთვის.
– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს გამოცდილება? რა ისწავლეთ ქართველ მოთამაშეებთან მუშაობით?
– ძალიან გამიმართლა, რომ შანსი მომეცა მემუშავა საქართველოს შვიდკაცა პროგრამაში. ყოველთვის კარგია დაინახო, როგორ უმკლავდებიან სხვები გამოწვევებს და ისწავლო მათი გადაწყვეტილებებისგან. ეს გეხმარება საკუთარი სამწვრთნელო მიდგომების გაუმჯობესებაში.
– როგორ ხედავთ საქართველოს შვიდკაცა რაგბის მომავალს? რა არის მთავარი ნაბიჯები პროგრესისთვის?
– უმთავრესი ნაბიჯი იქნება პროფესიულ, სრულ განაკვეთზე შვიდკაცა მოთამაშეების განვითარება. ეს უდიდეს ცვლილებას მოიტანს შვიდკაცა პროგრამაში და დროთა განმავლობაში დადებითად იმოქმედებს საქართველოს 15-კაცა ნაკრებზეც.
Rugby.ge
5-ქალა | დიდი უპირატესობით რუმინეთთან
5-ქალას ისტორია რუმინეთიდან იწყება
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო – ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
7-კაცა | მე-11 ადგილი პირველ ეტაპზე
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | 13 მოთამაშით სამხრეთ აფრიკაში
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება – მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან