7-კაცა და 7-ქალა დუბაის ტურნირზე

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა დუბაის საერთაშორისო წვეულთა ტურნირზე ითამაშეს.
განვითარებადი 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიისთვის ემზადება და დუბაიში 6 თამაში გამართა. ჯგუფურ ეტაპზე ის Scimitar Storm-სთან 5:28 დამარცხდა, ყაზახურ “აქტაუს” 75:0 მოუგო, ხოლო ფრანგულ “ბიარიცთან” 17:22 დამარცხდა.
ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩვენი 7-კაცა კვლავ Scimitar Storm-ს შეხვდა და ამჯერად 10 ქულა დათმო (12:22), მერე საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გუნდს 22:12 სძლია, ბოლო შეხვედრა კი “ფროგთან” 7:40 დათმო.
რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება ჩვენი 7-ქალა, რომელმაც დუბაიში ძლიერ მეტოქეებთან 4 თამაში გამართა
და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი დათმო, უდიდესი გამოცდილება შეიძინა. ჯაბა მალაღურაძის შეგირდები სამხრეთ აფრიკის ნაკრებს (0:38), ირლანდიის მეორე ნაკრებს (0:46), საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ნაკრებს (0:26) და ბელგიის ნაკრებს (0:22) ეთამაშნენ.
Rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში