7 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, 7 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, ივანე კერესელიძე და თეიმურაზ ჩირგაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გუდაუთის, გვეტაძის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, გოგოლაურის, კვინიტაძის, ხოშარაულის, კოროშინაძის, ზესტაფონის, ტყიბულის, სოხუმის, ზუგდიდის, კერესელიძის, აგლაძის, ელიავას, ვანის, თევდორე მღვდლის, ცემის, კედიას, ევდოშვილის, სამტრედიის, ყიფიანის, ბაგრატიონის, გაფრინდაულის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიწის, პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.