7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძე საპატიმროს დღეს დატოვებს

7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გივი თარგამაძე საპატიმროს დღეს დატოვებს | ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, 26 იანვარს, სავარაუდოდ, დილითვე გამოვა. მისი გათავისუფლების ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია
🔴 გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა 27 ივნისს მიესაჯა. მას ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით
🔻 ასევე, ამავე ბრალდებით, წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, დააკავეს ოპოზიციის ლიდერები: , , ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, , ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და . ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო 4 სექტემბერს დატოვეს, ისინი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 19 დეკემბერს დატოვა. 23 იანვარს გათავისუფლდა . თარგამაძის გათავისუფლების შემდეგ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაში დარჩებიან , და ირაკლი ოქრუაშვილი.
📍 ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, მათი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, “საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების” მუხლებით ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. სასამართლო პროცესები 2025 წლის 24 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ ვადამ 2 თვით გადაიწია. გარდა ამისა, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე [ბუტა რობაქიძის] 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას კი, მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა