7 გოლიანი თრილერი და პალმერის ჰეთ-თრიქი – “ჩელსიმ” “იუნაიტედი” ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

პრემიერლიგის 31-ე ტურში “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და მეტოქე 4:3 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე კონორ გალაჰერმა გახსნა, მე-19 წუთზე კი კოულ პალმერმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
34-ე წუთზე მოისეს კაისედოს შეცდომით ალეხანდრო გარნაჩომ ისარგებლა და “იუნაიტედმა” ჩამორჩენა შეამცირა, მალევე ბრუნო ფერნანდეშმა ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, 67-ე წუთზე გარნაჩომ დუბლი შეასრულა.
თითქოს შეხვედრაში აღარაფერი უნდა მომხდარიყო, თუმცა 90+10 წუთზე კოულ პალმერმა ანგარიში გაათანაბრა, ერთ წუთში კი საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და “ჩელსიმ” გაიმარჯვა.
ამრიგად, “ჩელსი” 43 ქულით პრემიერლიგის
სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს, პოჩეტინოს გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, “შეფილდ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართავს.
“იუნაიტედი” ჩემპიონატში 48 ქულით მე-6 ადგილზეა, “წითელი ეშმაკები” 7 აპრილს “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში