7 აპრილს მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, 7 აპრილს, 13:00 საათზე, გაიმართება.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.
წინა სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ ორი სამართალდამცველის ჩვენება მოისმინა. საქმეს ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
გამოცემა “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული კომპანოა BLB -ი და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი: ადვოკატები გიორგი ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი იცავენ.
გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს საპროტესო აქციაზე დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ცეცხლაძე – აქციის მონაწილეები ცეკვა-თამაშით მართავდნენ პროტესტს, მაქსიმუმ „ჯეირანი“ გვეთამაშა და თურმე ისინი არიან „რადიკალები“ – არავინ სვამს კითხვას, რამ მიიყვანა საზოგადოება დაპირისპირებამდე

მინისტრი – სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ, 200-მდე ბენეფიციარმა უარი განაცხადა იმ დოზაზე, რასაც კერძო დაწესებულებაში იღებდა – რა მიზეზით იწერებოდა სამჯერ დიდი დოზით ნარკოტიკი, საზოგადოებამ დასკვნა თავად გამოიტანოს