694 620 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი წყნეთში; 4 ბინა თბილისში; 210 000 ლარი და 230 000 დოლარი ანაბარზე…

რა ქონებას ფლობს ძველი თბილისის პოლიციის უფროსი და ოცნების დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სიძე, 35 წლის კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი – მის მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის მრავალმილიონიან ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ასობით ათას ლარს ფლობს:
• 2025 წელს, მისმა ცოლმა, ქეთევან ობოლაშვილმა შეიძინა 614 000 დოლარის ღირებულების შენობა-ნაგებობა თბილისის ცენტრში, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ასევე, 380 000 დოლარის ღირებულების სატყეო ტერიტორია, 694 620 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი წყნეთში. დეკლარაციიდან ჩანს, რომ ცოლ-ქმარი თბილისში 4 ბინას ფლობს
• ძველი თბილისის პოლიციის უფროსს დეკლარაციის შევსების მომენტში ანაბარზე 210 000 ლარი და 230 000 დოლარი, უნივერსალურ ანგარიშებზე კი ჯამში 34 464,41 ლარი ჰქონდა
• რადიო თავისუფლება წერს, რომ სანამ კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი საპოლიციო სისტემაში დაბრუნდებოდა, ის და მისი ცოლი ანტონ ობოლაშვილის ფარმაცევტულ კომპანია „გლობალფარმში“ მუშაობდნენ. შვილი დირექტორის თანაშემწედ, სიძე კი იურისტად. ჯამში ამ კომპანიიდან მათ ხელფასის სახით 217 ათასი ლარი მიიღეს.
• ასევე, 2024 წელს კონსტანტინე ხიდირბეგიშვილი 580 000 დოლარის ღირებულების ორი უძრავი ქონების მფლობელიც გახდა. დეკლარაციის მიხედვით, ის მას დამ აჩუქა
🔻 რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა მის დას იმისთვის, რომ ძვირადღირებული ქონება ეჩუქებინა, პოლიციელმა ასე უპასუხა: „მემკვიდრეობით არის ეს ქონება. ბაბუაჩემის ქონება იყო ჩემს დაზე გაფორმებული და მე გადმომიფორმა. მე გადმომიფორმა სრულად. ჩემი სახელი და გვარი ერქვა, შეგიძლიათ ნახოთ“

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: მიქანაძე როგორ ბედავს არა თუ გააუქმოს, სკამი გადააადგილოს უნივერსიტეტში? თსუ, ავტოკეფალია და ენა არის ქართული იდენტობა – იმპერიის წარმომადგენელი ხელისუფლება გვყავს და შემდეგი იქნება ავტოკეფალიის გაუქმებასთან შეთამაშება