თეა წულუკიანის ქონებრივი დეკლარაცია ცნობილია – დეკლარაციის მიხედვით, 2023 წელს წულუკიანმა მინისტრის რანგში ანაზღაურების სახით72 600 ლარი მიიღო.
მისმა მეუღლემ, ნუგზარ კაკულიამ კი 44 000 ლარი. ეს უკანასკნელი სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.
დეკლარაციაში ასახულია, რა გასავალი ჰქონდა კულტურის მინისტრს:
· ხატმწერის მომსახურების ხარჯი – 6 600 ლარი;
· ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი – 20 000 ლარი;
· ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობებისა და ყოფნის ხარჯი – 20 060 ლარი.
· სწავლის გადასახადი – 14 635 ლარი;
რაც შეეხება შემოსავალს, წულუკიანი წერს, რომ მან 30 700 ლარი მიიღო. ამ შემთხვევაში განმარტება ასეთია: ახლო ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაფარვა.