Sky Sports-ის კომენტატორი და ყოფილი ფორმულა 1-ის მრბოლელი, მარტინ ბრანდლი ტრასაზე ბედს ისევ გამოცდის.
66 წლის ბრიტანელი ბელგიაში, სპა ფრანკომშამპის 6 საათიან ისტორიულ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ლეგენდარულ Ford GT40-ის საჭესთან დაჯდება. მასთან ერთად იქნებიან გარი პირსონი და მისი შვილი ალექს ბრედლი. შეჯიბრება 25-27 სექტემბერს გაიმართება.
მარტინი ფორმულა 1-ში 1984-1996 წლებში გამოდიოდა, 12 წლის განმავლობაში 158 გრან პრიში გამოვიდა, პოდიუმზე 9-ჯერ გავიდა, 98 ქულა დააგროვა. საუკეთესო წელი 1992 წელს, ბენეტონში ჰქონდა, მაშინ ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა, თანაგუნდელი კი არც მეტი და არც ნაკლები მაიკლ შუმახერი გახლდათ. საუკეთესო სეზონი 1989 წელს ჰქონდა, როცა ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-4 პოზიციაზე გავიდა. გარდა ამისა, 1990 წელს ბრიტანულ იაგურთან ერთად ლე მანსის 24 საათიან რბოლაშიც გაიმარჯვა.
კარიერის დასრულების შემდეგ ბრანდლი ერთ-ერთი წარმატებული კომენტატორი და ანალიტიკოსი გახდა. პროექტს Grid Walk-ი ერქვა, სადაც რბოლის დაწყებამდე პილოტებთან და სტუმრებთან ერთად ფორმულა 1-ის საყვარელ სეგმენტს ქმნიდა.
ისტორიული დღე ევრონასკარში – ქაჯაიამ კვალიფიკაციაში მე-13 პოზიცია დაიკავა, ბედს თავართქილაძეც ცდის!
