66 წლის ასაკში, მწერალი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა

66 წლის ასაკში, მწერალი გარდაიცვალა.
დაიბადა 1957 წელს. დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მახვილგონიერების ფენომენი ჯონ დონის პოეზიაში“. 1983-2000 წლებში იყო თსუ XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ. 1994-95 წლებში მუშაობდა უისკონსინის უნივერსიტეტში (აშშ). გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები ფილოსოფიურ, ლიტერატურათმცოდნეობით და კულტუროლოგიურ საკითხებზე. იყო ალმანახ „ახალი დროების“ და ჟურნალ “Georgia/Caucasus Profile”-ის თანარედაქტორი; ინგლისურენოვანი ანალიტიკური ჟურნალის “Caucasus Context”-ის თანარედაქტორი. 2005 წლიდან 2011 წლამდე თანმშრომლობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრთან (ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ–ლუისში, აშშ). 2006-08 წლებში იყო წამყვანი გადაცემისა „ღამის საუბრები“ . 2006-2010 წლებში თანამშრომლობდა რადიოსთან „სინდიკატი 104.3“; 2010-2012 წლებში მუშაობდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდში. 2005-2012 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დარგობრივი და აღმასრულებელი საბჭოების წევრი.
პირველი მოთხრობა 1990 წელს გამოაქვეყნა გაზეთში „ლიტერატურა და სხვა“. 1995 წელს ლიტერატურულ ალმანახში „ახალი დროება“ დაიბეჭდა მისი პროზაული პოემა „გიჟი მექუდე“. 1996 წელს მისი ორი მოთხრობა დაიბეჭდა ჟურნალში „Clockwatch Review“ (Bllomington, Il., USA); 1998 წელს გამოვიდა მოთხრობათა კრებული “Opera”; 2000 წელს რომანი „ღვინომუქი ზღვა“; 2003 წელს – რომანი „თხა და გიგო“; 2005 წელს ნიუ-იორკში, მისი თანარედაქტორობით გამოიცა წიგნი „Enough: Rose Revolution in the Republic of Georgia, 2003“; 2009 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი „ჯაზის ცხოვრება“, რომელმაც მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“; ავტორია ინგლისურენოვანი რომანისა „Dagny or a Love Feast“ („დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი“), რომელიც წარდგენილი იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე 2012 წელს, 2014 წელს გამოვიდა აშშ-ში; 2015 წელს – თურქეთში, 2017 წელს – გერმანიაში და დასახელდა გერმანიაში გამოსულ წიგნთა საუკეთესო ათეულში.
2011 წელს გამოიცა მისი რომანი „მელია-ტულეფია: Fox-Trot“. 2013 წელს – ვრცელი მოთხრობა „ბაშიაჩუკი ანუ მობიდიკი“, 2014 წელს – რომანი „ჯაზის ყვავილობა“, 2017 წელს კი შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით გამოვიდა მისი რომანი „ბაყაყები“.
2018 წელს „ინტელექტმა“ გამოსცა მისი რომანი „Untergang მოგზაურობა ევროპაში“, რომლისათვისაც ავტორს გადაეცა პრემია „ლიტერა“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას