“65 წლის კაცი ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს…” – შსს-ს თანამშრომელი, აქციების დარბევაზე აზრის გამოთქმის გამო, დაითხოვეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, რამინ სირაძე ამბობს, რომ აქციების დარბევაზე აზრის გამოთქმის გამო დაიბარეს და სამსახურიდან წასვლაზე “პატაკების“ დაწერა მოსთხოვეს.
“რუსული კანონის მიღების პერიოდში არსებულ საპროტესტო გამოსვლებზე როდესაც ვუყურებდი ხალხს როგორ უსწორდებოდნენ, მე და ჩემმა რამოდენიმე თანამშრომელმა დაახლოებით 60-65 წლის კაცი პირველ სკოლასთან ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს. ასეთ შემთხვევებზე ღიად ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, რომ ხალხის ცემა ასეთი სისასტიკით არანაირ საზღვრებში არ ჯდებოდა. სწორედ ამის გამო დამიბარეს მე და კიდევ ჩემი ერთი თანამშრომელი (ვინაობას არ დავასახელებ) გვითხრეს რომ პოლიციელებს ვამტყუნებთ და სხვა მხარეს ვდგავართ და უნდა დაგვეწერა პატაკები სამსახურიდან წასვლაზე. თან ყველაზე სასაცილო ის არის რომ ისეთმა კაცმა მითხრა ეს ყოველივე ვისაც ხელები გაცვეთილი ქონდა მიშაზე ტაშის კვრით და ხმა ჩახლეჩილი მიშას ძახილით ამის ვიდეო არსებობს იუთუბ არხზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რაღაც არ მომწონს არ ნიშნავს რომ ვიღაცის მომხრე ვარ, რაც არ მომწონდა ნაცების დროს იმასაც ვაფიქსირებდი და რაც ეხლა არ მომწონს იმასაც ვამბობ. ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს დღეს სისტემაში და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. ბევრთან მეგობრობა მაკავშირებს და არასდროს ღირსეულ პოლიციელს მე არ გავამტყუნებ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა!!! მე მშობლებმა ასე გამზარდეს და როდესაც 9 აპრილს დედაჩემი რუსთაველზე იდგა ბუნდოვნად მაგრამ მახსოვს როგორ ვიდექი ტელევიზორთან 5 წლის და როგორ ვუყურებდი რაც იქ ხდებოდა. რუსულ ენას სკოლაში პროტესტის ნიშნად არ ვსწავლობდი!!! (ეგ ცალკე თემაა სწორი იყო თუ არა, ალბათ ჯობდა მაინც მესწავლა) ოკუპანტია!!! რუსეთი ჩვენი მტერია!!! ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მათ მიერ და გვყავს ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი მათ გამო. უამრავი დაღუპული ადამიანი, უამრავი გმირი. ვენაცვალე მათ ხსოვნას და სულებს!!! ბოდიშს ვიხდი თუ რამე არასწორად დავწერე და მოგაბეზრეთ თავი. ყველანი არჩევნებზე!“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს – სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული – იმის თავი თუ გაქვს, დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი