65 დასავლელი პროფესორი ს მოუწოდებს, გადახედოს განათლების რეფორმას

დასავლელი პროფესორები ქართული ოცნების პრემიერმინისტრ ირაკლი ს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, გადახედოს ოცნების განათლების რეფორმას.

წერილში პროფესორები აღნიშნავენ, რომ ამ რეფორმით განათლების სისტემა არათუ გაუმჯობესდება, არამედ პირიქით – გაზრდის ხელისუფლების კონტროლს უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორზე.

ისინი საუბრობენ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემენზე და მიუთითებენ კობახიძეს, რომ მათი მთავრობის რეფორმები ამ პრობლემებიდან ვერცერთს ვერ გადაჭრის.
“ჩვენ ვეთანხმებით, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დიდი ხანია პრობლემებია:
· უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს არასაკმარისი რესურსები აქვთ (2025 წელს საქართველოს მთავრობის დანახარჯები უმაღლეს განათლებაზე მშპ-ის 0.3%-ს შეადგენდა).
· პროფესორ მასწავლებლების ანაზღაურება დაბალია. ისინი ორ-სამ სამსახურში მუშაობენ ოჯახის გამოსაკვებად.
· მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევითი და სამეცნიერო ლაბორატორიები პრაქტიკულად არ არსებობს.
· და ყოველ წელს კურსდამთავრებულთა უმუშევრობა უცხოეთში მიგრანტების მასობრივ გადინებას ხელს უწყობს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }