64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა მხოლოდ ტექნიკურია, რადგან ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში

64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა მხოლოდ ტექნიკურია, რადგან ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში
ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში საპარლამენტო , შესაბამისად, არ გაგვიჭირდება არც ამ ს მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ოპოზიციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნის პარლამენტშ დამტკიცების გადავადების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს გადავადება თავისი არსით ტექნიკურია
„რეალურად, საუბარია 2-3 თვეზე. გადავადების მიზეზი იყო ის, რომ ორჯერ გახანგრძლივდა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მანდატი. თუ მანამდე, პარლამენტის დადგენილებით, კომისიას უნდა გამოეძიებინა 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულები, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისიის მანდატი 2012 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზეც გავრცელდა, შესაბამისად, კომისიას საკუთარი სამუშაოს წარსამართად დასჭირდა მეტი დრო. ამიტომ, ეს ყველაფერი გადადის ივნისის ბოლომდე, ივლისის დასაწყისამდე, აქედან გამომდინარე, პარლამენტს დასკვნის დამტკიცება შეეძლება მხოლოდ სექტემბრის საშემოდგომო სასესიო კვირაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვას, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მაღალ შედეგს აჩვენებს, ხომ არ გაართულებს ეს ამ პარტიების აკრძალვას, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს, შესაძლოა, იყოს ერთი შეხედვით ერთადერთი არსებითი საკითხი, რასთანაც დაკავშირებულია ვადის გადაწევა, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და ოპოზიცია მარცხისთვის განწირულია.
„ყველამ ვიცით, რაც არის, ისედაც დაბალი შედეგი აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ წინა არჩევნებზე, ჯამში მათ აიღეს 38% და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ მუნიციპალიტეტების 95%-ში, შესაბამისად, ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ამ არჩევნების მოგება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც საგამოძიებო კომისიის ვადის გადაწევა არის მხოლოდ ტექნიკური თავისი არსით, გამომდინარე იქიდან, რომ ასეც და ისეც ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში“, -განაცხადა მ.
Next: შეცდომა იყო ს გაპრეზიდენტება, მაგრამ იძულება იყო გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვება

ასევე დაგაინტერესებთ

ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება -გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს, აქ კომპრომისი არ იქნება – 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და როცა ვიღაც გადაფარებულია ამ პოლიტიკურ ძალაზე, როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ანგარიში გავუწიოთ

თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა