2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა – ასეთია ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემები 21:47 საათის მონაცემებით.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გამარჯვებულები არიან 64-ვე მუნიციპალიტეტში, მათგან 26-ში, სადაც კონკურენტი არ ჰყავდათ, 100%-ით.
ცესკოს მონაცემებით, რომელიც საქართველოსი გახსნილი 3061 უბნის 73%-ს (2233) მონაცემებს ეყრდნობა, „ქართული ოცნებას“ ხმების 80,8% აქვს.
საქართველოს მასშტაბით პარტიების ხმები ასე ნაწილდება:
· #1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ – 0,372%;
· #3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 2,768%;
· #5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 0,415%;
· #7 – „თავისუფალი საქართველო“ – 0,326%;
· #8 – „პატრიოტთა ალიანსი“ – 0,847%;
· #9 – „ძლიერი საქართველო-ლელო“ – 6,782%;
· #11 – „საქართველო“ – 0,152%;
· #12 – „მწვანეთა პარტია“ – 0,169%;
· #14 – „სახალხო ხელისუფლება“ – 0,238%;
· #25 – „გახარია საქართველოსთვის“ – 3,86%;
· #36 – „გირჩი“ – 3,303%;
· #41 – „ქართული ოცნება“ – 80,768%.
დედაქალაქის მონაცემები:
· #1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ – 1,019%;
· #3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 4,321%;
· #5 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 0,58%;
· #7 – „თავისუფალი საქართველო“ – 0,893%;
· #8 – „პატრიოტთა ალიანსი“ – 1,063%;
· #9 – „ძლიერი საქართველო-ლელო“ – 10,054%;
· #11 – „საქართველო“ – 0,318%;
· #12 – „მწვანეთა პარტია“ – 0,643%;
· #14 – „სახალხო ხელისუფლება“ – 0,257%;
· #25 – „გახარია საქართველოსთვის“ – 3,199%;
· #36 – „გირჩი“ – 7,498%;
· #41 – „ქართული ოცნება“ – 70,155%.
ამ თვითმმართველობის არჩევნებზე 26 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა და პირველადი წინასწარი მონაცემებით, შესაბამისად, ყველაგან ხმების 100% მიიღო:
· საგარეჯო – ვახტანგ კაკუტაშვილი;
· გურჯაანი – გიორგი მაჭავარიანი;
· დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი;
· ყვარელი – ილია მზექალაშვილი;
· თიანეთი – ლევან წიკლაური;
· გარდაბანი – დავით კარგარეთელი;
· დმანისი – კობა მურადაშვილი;
· წალკა – ილია საბაძე;
· თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური;
· ახალციხე – ვარლამ წიკლაური;
· ადიგენი – გოჩა ქიმაძე;
· ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე;
· ახალქალაქი – მელქონ მაკარიან;
· ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიან;
· ონი – დავით ლობჟანიძე;
· ამბროლაური – ზაზა ქევანიშვილი;
· ცაგერი – ჭაბუკი ჭაბუკიანი;
· ლენტეხი – გიორგი გაზდელიანი;
· მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი;
· საჩხერე – ლევან ივანაშვილი;
· ბაღდათი – ნოდარ გიორგიძე;
· ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი;
· ტყიბული – დავით კუბლაშვილი;
· აბაშა – გიგა გაბელაია;
· მარტვილი – გიორგი ნაჭყებია;
· ფოთი – ბექა ვაჭარაძე.
