62 490 ევროს ღირებულების საათის დაკვეთა – კალაძის პირველი კომენტარი

მიხარია, რომ ცნობილ კომპანია “DiW”-თან შედგა კოლაბორაცია და შეიქმნა საათი, რომლის დიზაინის შერჩევაში თვითონ მივიღე მონაწილეობა. მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბთან ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, როგორც ფეხბურთელმა, ჩემი საქართველოს დამსახურებაა. მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების დროსაც მე ვიყავი ქართველი. სწორედ ეს არის ასახული ამ საკოლექციო მოდელში.
“კა­ხამ მო­ი­თხო­ვა, რომ სა­ა­თი ასა­ხავ­დეს მის ცხოვ­რე­ბა­ში მიღ­წე­ულ უმაღ­ლეს ეტაპს – ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბას. ამა­ვე დროს მან სა­ა­თის მთა­ვარ ფე­რად წი­თე­ლი აირ­ჩია. რო­გორც ერ­თგვა­რი კავ­ში­რი მისი ქვეყ­ნის დრო­შას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და ასე­ვე მი­ლა­ნის სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის სა­ში­ნაო ფე­რებ­თან. მდიდ­რუ­ლი წი­თე­ლი ფერი, რო­მე­ლიც შერ­წყმუ­ლია თეთრ ზო­ლებ­თან ქმნის გა­სა­ო­ცარ ვი­ზუ­ალს. ცი­ფერბლა­ტის წი­თელ ფონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია სა­ხელ­წო­დე­ბა “KALA“. ეს არის ფე­რე­ბის ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლი კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც მოგ­ვა­გო­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­თის გა­რე­გა­ნი მხა­რე მთლი­ა­ნად მორ­გე­ბუ­ლია მო­თხოვ­ნებს, სა­ა­თის შიდა მე­ქა­ნიზ­მი Rolex 4130-ის არის. ეს არის მე­ქა­ნიზ­მი 72-სა­ა­თი­ა­ნი ენერ­გი­ის რე­ზერ­ვით ავ­ტო­მა­ტუ­რად მოძ­რა­ვი პა­რაქ­რო­მის ზამ­ბა­რით და პა­რაფ­ლექ­სუ­რი დარ­ტყმის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სის­ტე­მით.”

ასევე დაგაინტერესებთ