საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ზურა ტომარაძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 62 წლისა ასაკში გარდაიცვალა.
ტომარაძეს ქართული კალათბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
ზურა ტომარაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული ლევან მოსეშვილი შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2003 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა
ტომარაძე სხვადასხვა დროს “ვითას”, “რუსთავს” და სტუ-ს წვრთნიდა.