62-მდე გაიზარდა 4 ოქტომბრის აქციის შემდეგ დაკავებული ადამიანების რაოდენობა

პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა 4 ოქტომბრის აქციასთან კავშირის გამო. ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა „ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ.
დაკავებულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. მათ დასაკავებლად შენიღბულმა პოლიციელების მონაწილეობით სპეცოპერაცია ჩატარდა.
„მიმდინარეობს გამოძიება იმ პირების გამოსავლენად, რომლებმაც 4 ოქტომბერს თბილისში კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს“, – თქვა გელა გელაძემ.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის აქციასთან კავშირის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხოეთში მყოფი ორი ადამიანის მიმართ. მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია, რომელიც რამდენიმე თვის წინ -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის ს დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

4 ოქტომბრის ღამესვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: , პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე – ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში, საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მომდევნო დღეებში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. 17 ოქტომბრის მონაცემებით, მათი რიცხვი 62-მდე გაიზარდა.