62 დრონი და 8 რაკეტა – ზე მორიგი შეტევა იყო

ს ჯარებმა ზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზაპოროჟიეში დანგრეული ან დაზიანებულია 29 კერძო სახლი და გაზსადენი. დაშავდა, სულ მცირე, ორი ადამიანი.
ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია 5-სართულიანი სახლი. ქალაქ ნიკოლაევის გარეუბანში სარაკეტო დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 10 ოქტომბერს, შუადღის შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 8 რაკეტა და 62 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 41 დრონი ჩამოაგდეს.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურეს 92 უკრაინული დრონი, მათ შორის 47 კრასნოდარის მხარეში, 12 – კურსკის ოლქში, 9 – როსტოვში, 4 – ბრიანსკის ოლქში, 2-2 ბელგოროდის ოლქსა და ყირიმში, 1 – ვორონეჟში და 15 – აზოვის ზღვის თავზე.
მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.