ჯეიმს კოტაკი
61 წლის ასაკში ამერიკელი მუსიკოსი ჯეიმს კოტაკი გარდაიცვალა. კოტაკი როკ ბენდ Kingdom Come-ის დამფუძნებელი წევრი და Scorpions-ის ყოფილი დრამერი იყო. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
კოტაკმა სხვა მუსიკოსებთან ერთად 1987 წელს როკ ბენდი Kingdom Come შექმნა, 2 წლის შემდეგ დრამერმა ჯგუფი დატოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში, მათ შორის ბენდებში The Cult, Wild Horses, Warrant. 1997 წელს ტურის ფარგლებში იყო Dio-ს წევრი.
1996 წელს კოტაკი გახდა გერმანული როკ ბენდ Scorpions-ის პირველი ამერიკელი წევრი. მუსიკოსი ბენდში 20 წლის განმავლობაში უკრავდა, 2016 წელს კოტაკი ჯგუფიდან ალკოჰოლიზმის გამო დაითხოვეს, მისი ადგილი Motörhead-ის დრამერმა მაიკი დიმ დაიკავა.
2018 წელიდან სიკვდილამდე კოტაკი ისევ Kingdome Come-ში უკრავდა.