Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანეთის პროვინციის, უელვას სასამართლომ ბავშვთა ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელს 61 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამაკაცი, რომლის სახელიც არ გასაჯაროებულა, 31 საქმეში გამოცხადდა დამნაშავედ და ყველა შემთხვევა სქესობრივ ძალადობას ეხება.
მამაკაცმა, ჯამში 21 გოგონაზე იძალადა და ყველა მათგანი არასრულწლოვანი იყო, მათ შორის 5 მსხვერპლი 16-წლამდე ასაკის გახლდათ. დამნაშავე უელვას გოგონათა საფეხბურთო კლუბებში 2017-2022 წლებში მუშაობდა.
საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცი მუდმივად ეხებოდა ბავშვებს უკანალზე, ჰკოცნიდა და ეფერებოდა მათ, ასევე ხშირად აკეთებდა სექსუალური შინაარსის კომენტარებს მათი გარეგნობის შესახებ. ზოგიერთ გოგონას გენიტალიებზეც ეხებოდა და სხეულის სხვადასხვა ადგილას კოცნიდა. ამასთანავე, აღდგენითი მასაჟების დროს გოგონებისგან ტანსაცმლის სრულად გახდას მოითხოვდა და ამას აუცილებლობით ხსნიდა. პლუს, ხშირად, მოულოდნელად შედიოდა გოგონათა საერთო აბაზანაში, უყურებდა მათ და პირად თეთრეულს ჰპარავდა.
2023 წლის 11 იანვარს, როცა სასამართლოში მამაკაცის წინააღდმეგ პირველი საჩივარი შევიდა, პოლიციამ ყოფილი მწვრთნელის სახლში, ოფისსა და მანქანაში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რამდენიმე მსხვერპლის პირადი თეთრეული, მასაჟის კრემები და ქალის თეთრეულის სრულად გაუხსნელი ორი პაკეტი.
“რეალი” ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს
[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ – ნიკოლმა იამალს “რეალის” ახალწვეულთან უღალატა




